2 3 : 4 2
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

Forbes Georgia-ს პროექტზე 30 UNDER 30 განაცხადების მიღება დაიწყო

თიბისისთან პარტნიორობით, Forbes საქართველო წელსაც შეარჩევს ფორბსის 30-წლამდელთა სიას. დაჯილდოების საზეიმო ცერემონია მიმდინარე წლის მაისში გაიმართება.

Forbes 30 under 30 2022 პროექტში რეგისტრაცია იანვარში დაიწყო. განაცხადების მიღება 2023 წლის 15 აპრილამდე დასრულდება. ამ დროისთვის, Forbes Georgia-ს 30-წლამდელთა პროექტში 100 განაცხადია შესული.

შეავსეთ განაცხადი  და შემოუერთდით ახალგაზრდა ლიდერებს, რომლებმაც საკუთარი მიღწევებით მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინეს საქმიანობის თავიანთ სფეროში და ამ აღიარებით მეტის გაკეთების სტიმული მიეცათ.

უკვე მეხუთე წელია რაც Forbes Georgia -ს პროექტი 30 UNDER 30ახალგაზრდა ლიდერებს აჯილდოებს, რომლებიც თავიანთი ცოდნით, ძალისხმევითა და ენთუზიაზმით აღწევენ წარმატებას და ქმნიან ჩვენი ქვეყნის მომავალს.

წელს კონკურსს ფინანსების კატეგორია დაემატა, რაც იმას ნიშნავს, რომ პროექტის გამარჯვებულები უკვე 6 კატეგორიაში გამოვლინდებიან. ესენია: ანტრეპრენერი და მეწარმეები, ტექნოლოგიები, ფინანსები, მეცნიერება, მედია და მარკეტინგი , კულტურა და სტილი.

თიბისი პროექტის მთავარ პარტნიორია  და გალფთან ერთად იმ ახალგაზრდებს უჭერს მხარს, რომლებიც არ უშინდებიან გამოწვევებს და ახალი იდეებით, პროექტებით, სტარტაპებით თუ შემოქმედებით საზოგადოების მომავალ ლიდერებად ყალიბდებიან.

„ჩვენთვის Forbes 30 under 30 გამორჩეულად საყვარელი და მნიშვნელოვანი  პროექტია, რადგან ის მოტივაციას აძლევს და ახალ შესაძლებლობებს უქმნის ახალგაზრდა ლიდერებს, რომლებიც საქართველოს მომავალს ქმნიან.  ასეთი პროექტების მხარდაჭერა ჩვენთვის უმნიშვნელოვანესია, რადგან თიბისიმ ახალი თაობის მხარდაჭერა და განათლების ხელშეწყობა თავისი კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის მთავარ მიმართულებად აქცია მომდევნო ათწლეულის განმავლობაში. ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ ახალგაზრდებს, რომლებიც ჩვენი ქვეყნის მომავალს ქმნიან, გავუმარტივოთ დასახული მიზნების მიღწევის გზა, მეტი შესაძლებლობა შევუქმნათ და გვერდით დავუდგეთ, რომ თავიანთი ინოვაციური იდეები რეალობად აქციონ.” - ვახტანგ ბუცხრიკიძე, თიბისის გენერალური დირექტორი.

„Forbes-ს მიერ საქართველოში წამოწყებული 30/30 პლატფორმა საუკეთესო ასპარეზია მასში მონაწილე ახალგაზრდებისთვის, მიიღონ ცხოვრებაში პირველი საერთაშორისო აღიარება ყველაზე გავლენიანი ბიზნესგამოცემისგან მსოფლიოში. 30-წლამდელთა სიაში დასახელება სრულიად ახალ შესაძლებლობებსა და ურთიერთობებს უხსნის მის მონაწილეებს. Forbes Georgia & BMG-ის მედიაპლატფორმების საშუალებით 30/30 სიის წევრებს გაიცნობენ საზოგადოების სხვადასხვა წრის წარმომადგენლები მსოფლიოდან, რაც საშუალებას მისცემს გამარჯვებულებს, ახალი საქმიანი კონტაქტები და ურთიერთობები დაამყარონ.“- გიორგი ისაკაძე, Forbes Georgia-სა და BMG-ის მთავარი რედაქტორი.

პროექტის ორგანიზატორი – „კონსიერჟ თბილისი“-ა. განაცხადები 2023 წლის 15 აპრილის ჩათვლით ამ ბმულზე მიიღება - https://under30.ge/ka/#regForm .

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები