1 2 : 3 1
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

კულტურა

საქართველოს ჯეიმს ბლანტის მსოფლიო ტურნეში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ადგილი უკავია

18 მილიონზე მეტი გაყიდული ალბომი მსოფლიოს მასშტაბით -  ეს შთამბეჭდავი შედეგი ყველასათვის ცნობლ და საყვარელ ბრიტანელ შემსრულებლს ჯეიმს ბლანტს ეკუთვნის. მისი სადებიუტო ალბომი „Back to Bedlam“  ბრიტანეთში 2000-იანი წლების ყველაზე გაყიდვადი ალბომების სიაში მოხვდა. 2017 წელს მომღერალმა უკვე რიგით მეხუთე ალბომი Afterlove გამოუშვა და დაიწყო მსოფლიო ტურნე, რომელშიც საქართველოც მოხვდა. მომღერალი და კომპოზიტორი სიმღერებს საქართველოში სწორედ,  მისი ბოლო ალბომიდან „Afterlove“ შეასრულებს. ღონისძიების ორგანიზატორია ახალი საერთაშორისო საპრომოუშენო კომპანია Black Pearl Live

 

მომღერალი თბილისს, 26 მაისს, სპეციალურად დამოუკიდბელობის დღისადმი მიძღვნილ ფესტივალზე ღონისძიებაზე დასასწრები ბილეთების შეძენა შესაძლებელია tkt.ge-ზე ის ვინც 31 იანვრის ჩათვლით შეიძენს ფესტივალზე დასასწრებ ბილეთს, მოხვდება სპეციალურ გათამაშებაში - ჯეიმს ბლანტი საქართველოში ფანებთან შეხვედრას გეგმავს, 30 იღბლიანი კი სწორედ ამ გათამაშებიდან შეირჩევა და შეძლებს პირადად გაიცნოს საყვარელი მომღერალი.    

„ჯეიმს ბლანტი პირველი საერთაშორისო ვარსკვლავია, რომელიც ჩვენი მოწვევით 26 მაისს მიხეილ მესხის სახელობის  სტადიონზე იმღერებს. ეს შოუ მისი მსოფლიო ტურნეს - Afterlove-ის ნაწილია და მისი მეხუთე სტუდიური ალბომის ერთგვარი პრეზენტაცია, რომელიც მულტი-პლატინური ალბომის “Moon Landing”-ის შემდეგ შეიქმნა. ჯეიმს ბლანტი  მრავალ პლატინიანი ალბომის მქონე, მსოფლიო დონის სუპერვარსკვლავია. მას ასევე ჰყავს ძალიან დიდი და მრავალფეროვანი გულშემატკივარები, შესაბამისად შოუ საინტერესოა ყველა ასაკის მაყურებლისთვის. ჩვენ გვსურს, რომ საქართველო მსოფლიო ტურნეს ნაწილი იყოს,“ - აღნიშნავს ახალი საპრომოუშენო კომპანიის Black Pearl Live-ს სამომავლო გეგმებზე გვესაუბრება კომპანიის მმართველი პარტნიორი კინ დე ბირი.

როგორც ორგანიზატორები გვპირდებიან 26 მაისს დაუვიწყარი შოუ გველის. ფანებს შესაძლებლობა ექნებათ ცოცხლად მოუსმინო  ყველა მათ საყვარელ ჰიტს, მისი ბოლო სინგლის “Love Me Better“-ის ჩათვლით. „გვინდა, ფესტივალით შევუერთდეთ ამ სახალხო ზეიმს და მიგვაჩნია, რომ  ეს შესანიშნავი გზა იქნება საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსაღნიშნავად, ჩვენ ყველას ვიწვევთ  დღესასწაულზე დასასწრებად“ - ამბობს კინ დე ბირი.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები