2 0 : 4 6
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

თიბისი ლიზინგმა მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდასაჭერად EBRD-ისგან 3 მლნ ევროს ფინანსური რესურსი მოიზიდა

თიბისი ლიზინგი კვლავ განაგრძობს ადგილობრივი ბიზნესების, განსაკუთრებით კი მცირე და საშუალო ზომის საწარმოების მხარდაჭერას. ამ მიზნით კომპანიის სანდო პარტნიორისგან - ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკისგან (EBRD) 3 მილიონი ევროს ფინანსური რესურსი მოიზიდა, საიდანაც რესურსის სულ მცირე 70 პროცენტი მიმართული იქნება მწვანე ტექნოლოგიების ინვესტიციების დასაფინანსებლად. რაც, თავის მხრივ ორგანიზაციას მისცემს შესაძლებლობას ხელი შეუწყოს ადგილობრივ საწარმოებს მწვანე საქმიანობის გაფართოებასა და კონკურენტუნარიანობის გაზრდაში.

 

აღნიშნული პროგრამა - EU4Business-EBRD-ის საკრედიტო ხაზი - მოიცავს საგრანტო კომპონენტს რომელიც ევროკავშირის მიერ არის მხარდაჭერილი, იგი ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული დაფინანსების ინსტრუმენტია აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში, ასევე საქართველოში, მიკრო, მცირე და საშუალო საწარმოებს შორის. პროგრამის მიზანია დაეხმაროს ადგილობრივ ბიზნესებს, გააუმჯობესონ კონკურენტუნარიანობა, დააკმაყოფილონ ევროპული სტანდარტები, განახორციელონ ინვესტიციები მწვანე ტექნოლოგიების დანერგვის მიმართულებით.

 

პროგრამის სარგებელი გახლავთ ის რომ, დაფინანსების გარდა, ბიზნესი მიიღებს წამახალისებელ გრანტს და უფასო ტექნიკურ დახმარებას მაღალი დონის საერთაშორისო კონსულტანტებისგან, რომლებიც დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ, EU4Business ინიციატივის ფარგლებში. პროექტის სრულად განხორციელების და ვერფიკაციის პროცესის წარმატებით გავლის შემდეგ, კომპანია უფლებამოსილი იქნება გრანტის სახით უკან დაიბრუნოს ლიზინგის თანხის 15%მდე ოდენობის თანხა.

 

„ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ ჩვენს პარტნიორებთან ერთად გვაქვს შესაძლებლობა, კიდევ უფრო გავაძლიეროთ და მხარი დავუჭიროთ ადგილობრივ მცირე და საშუალო ზომის ბიზნესებს. ლიზინგის ფორმით, მათ შევთავაზოთ დაფინანსების ალტერნატიული გზა, რომელიც გაუმარტივებთ საქმიანობას და დაფინანსების მიღებასთან  ერთად,  ასევე საშუალებას მისცემთ ორიენტირებული იყვნენ მწვანე და პასუხისმგებლობიან დაფინანსებაზე და ამ გზით დამატებითი სარგებლის სახით მიიღონ შესაბამისი გრანტი.

 

მოხარული ვართ, რომ თიბისი ლიზინგსა და EBRD-ს შორის კიდევ ერთხელ შედგა წარმატებული თანამშრომლობა, რომლის ფარგლებშიც შევუერთდით EU4Business-EBRD საკრედიტო ხაზის პროგრამას. საქართველოში მცირე და საშუალო ზომის საწარმოები დასაქმების და ეკონომიკური ზრდის ხელშეწყობის მნიშვნელოვან პერსპექტივას ქმნიან, თუმცა, მათ ხშირად ექმნებათ ისეთი დაბრკოლებები, როგორებიცაა: ფინანსებზე შეზღუდული წვდომა, კანონმდებლობრივი შეზღუდვები და ახალ ბაზრებზე გასვლასთან დაკავშირებული სირთულეები.

ჩვენი, როგორც საქართველოში მოწინავე სალიზინგო კომპანიის როლი, სწორედ ამ პროცესის ხელშეწყობასა და უფრო მრავალფეროვანი პროდუქტების შექმნაში მდგომარეობს. აღნიშნული მისცემს საშუალებას ადგილობრივ მცირე და საშუალო საწარმოებს საკუთარი ბიზნესსაქმიანობის განვითარებისთვის ისარგებლონ ალტერნატიული დაფინანსების ხელმისაწვდომობით. EBRD-ის აქტიური მხარდაჭერის წყალობით, ეს პროგრამა მხარს უჭერს ჩვენს მისიას და, რაც მთავარია, განსაკუთრებულ აქცენტს აკეთებს გარემოსდაცვით, მწვანე ინიციატივებზე,“ - თიბისი ლიზინგის ფინანსური დირექტორი, ნუგზარ ლოლაძე.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები