თბილისში, თიბისის მხარდაჭერით, ბიზნეს ცენტრი “ახალ...
თბილისში, გიორგი სააკაძის მე-2 გასასვლელის #19-ში, თიბისის მხარდაჭერით, ბიზნეს ცენტრი „ახალი ატრიუმი“ შენდება. ბიზნეს ცენტრი 6 საოფისე და კომერციულ სართულზე ჯამში 11,100 კვ.მ. საო...
|
ლიბერთი "გაზარდე შენი ბიზნესი“ კამპანიის ფარგლებში აგრო და ბიზნესის წარმომადგენლებთან შეხვედრების სერიას აგრძელებს. ამჯერად, ლიბერთი პარტნიორებთან ერთად, იმერეთის რეგიონის აგრო და ბიზნესის წარმომადგენლებს შეხვდა.
"ბიზნეს დიალოგის” სპიკერებმა, ლიბერთის, სოფლის განვითარების სააგენტოს (RDA), სახელმწიფო პროგრამა "აწარმოე საქართველოში“ და "ნიუ ვიჟენ“ დაზღვევის წარმომადგენლებმა, ისაუბრეს სოფლის მეურნეობისა და მცირე ბიზნესის განვითარებისთვის არსებულ ყველა იმ შესაძლებლობებზე,
რაც დღეს ხელს შეუწყობს მოქმედ კომპანიებს კიდევ უფრო გაზარდონ საკუთარი ბიზნესი.
"ლიბერთის ახალი ინიციატივა "ბიზნეს დიალოგი“ წარმოადგენს რეგიონალური შეხვედრების სერიას, რომლის ფარგლებში, პარტნიორებთან ერთად,
საქართველოს ყველა
რეგიონში ტარდება შეხვედრები აგრო, მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებთან. ამ შეხვედრების მიზანია, რეგიონებში უშუალო კავშირი როგორც ამჟამად არსებულ, ასევე პოტენციურ მომხმარებლებთან. დიალოგის ფორმატი, კარგი საშუალებაა, რაც შეიძლება ახლოს მივიდეთ მეწარმეებთან, ერთმანეთს გავუზიაროთ გამოცდილება და შევისწავლოთ აგრო და ბიზნეს კომპანიების საჭიროებები და სურვილები. ასევე გავაცნოთ ლიბერთის შესაძლებლობები და ჩვენს პარტნიორებთან ერთად დაგეგმილი სამომავლო პროექტები. ვიმედოვნებთ, მსგავსი ტიპის შეხვედრები როგორც ბანკისთვის, ასევე ბიზნესისთვის ნაყოფიერი იქნება და იდეების ურთიერთგაზიარება, შესაბამისად ახალი საბანკო შეთავაზებების შექმნას და მცირე და საშუალო ბიზნესთან მჭიდრო თანამშრომლობას შეუწყობს ხელს“ - ვაჟა მენაბდე, ლიბერთის მცირე და საშუალო ბიზნესის მიმართულების დირექტორი.
" სააგენტო "აწარმოე საქართველოში“ აქტიურად თანამშრომლობს ლიბერთი ბანკთან და ასევე, სხვა ფინანსურ ინსტიტუტებთან. ლიბერთისთან
ერთად, როგორც სესხის პროცენტის თანადაფინანსების, ასევე, საკრედიტო-საგარანტიო სქემის გამოყენებით არაერთი პროექტი განგვიხორციელებია. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ისეთ ღონისძიებებში მონაწილეობა,
სადაც დიალოგის ფორმატით, მცირე და საშუალო ბიზნესს, საბანკო შეთავაზებების პარალელურად ეფექტურად მივაწვდით ამომწურავ ინფორმაციას
სახელმწიფო ხელშემწყობი პროგრამების შესახებ “ - თეონა ბაბუნაშვილი, "აწარმოე საქართველოში“, მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარების დეპარტამენტის, სახელმწიფო პროგრამების მართვის სამსახურის უფროსი.
"ნიუ ვიჟენ დაზღვევა” მხარს უჭერს ლიბერთის ინიციატივას "ბიზნეს დიალოგი”, რომელიც მთელ საქართველოს მოიცავს. ჩვენთვის, როგორც ლიბერთის ერთ-ერთი პარტნიორისთვის მნიშვნელოვანია ასეთი ტიპის შეხვედრები რეგიონებში. მოხარული ვართ, რომ შესაძლებლობა მოგვეცა, იმერეთის ბიზნეს სექტორისთვის გაგვეცნო ჩვენი სადაზღვევო პროდუქტები და სამომავლო პერსპექტივები, რითაც დაზღვევა დაეხმარება მათ თავიანთი ბიზნესის განვითარებაში“ -ზაზა ხოსროშვილი "ნიუ ვიჟენ დაზღვევის“ აღმასრულებელი დირექტორი.
" ლიბერთი ბანკი, სოფლის განვითარების სააგენტოს მნიშვნელოვანი პარტნიორია და მათ მიერ ორგანიზებული ღონისძიება, ბიზნეს სექტორსა და სახელმწიფოს შორის ერთმანეთთან საუბრისკენ კიდევ ერთი წინ გადადგმული პოზიტიური ნაბიჯია. სოფლის განვითარების სააგენტოს სახელით იმერეთის რეგიონის ბიზნესის წარმომადგენლებს, გავაცანით ამომწურავი ინფორმაცია, ჩვენი პროექტების შესახებ. ასევე ვისაუბრეთ ყველა იმ სიკეთეზე , იქნება ეს ფინანსური თუ სხვადასხვა სახის დახმარება, რომელიც ბენეფიციარებს დაეხმარება საკუთარი ბიზნესის ეფექტურად მართვაში. ჩვენ მივესალმებით ყველა ინიციატივას, რომელიც ბიზნესისთვის ფინანსურ რესურსებზე ხელმისაწვდომობის გაზრდას უზრუნველყოფს“ - სევა მაჩაიძე - პროექტების მხარდაჭერისა და დონორებთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი
ლიბერთი "ბიზნეს დიალოგის” შეხვედრებს, წლის ბოლომდე საქართველოს ყველა რეგიონში გამართავს.
თბილისში, გიორგი სააკაძის მე-2 გასასვლელის #19-ში, თიბისის მხარდაჭერით, ბიზნეს ცენტრი „ახალი ატრიუმი“ შენდება. ბიზნეს ცენტრი 6 საოფისე და კომერციულ სართულზე ჯამში 11,100 კვ.მ. საო...
12 ნოემბრიდან, თიბისი ბიზნესის მხარდაჭერით და აზროვნების აკადემიის ჩართულობით, სტრატეგიული ბრენდინგით დაინტერესებული პირებისთვის პოდკასტების სერია - “ალექსი ჩიქოვანის დიდი პოდკასტი” იწყებ...
ავტომობილის ერთადერთი დეტალი, რომელიც გზის ზედაპირს ეხება, საბურავია. შესაბამისად, უსაფრთხო გადაადგილებაში განსაკუთრებული როლი სწორედ მას ეკისრება. თუმცა ხშირად რეალობას უგულებელვყოფთ და ბიუჯეტს საკუ...
თიბისისთვის, როგორც ლიდერი ტექნოლოგიური კომპანიისთვის, ეჯაილ პროცესების მხარდაჭერა ძალიან მნიშვნელოვანია. ამის დასტურია ეჯაილ გილდიის შეხვედრები, რომლებიც ორგანიზაციაში ეჯაილ კულტურის განვითარებას, მ...
მოამზადე ავტომობილი ზამთრისთვის და შეამოწმე აკუმულატორი უფასოდ „თეგეტა მოტორსში“ ზამთრის სუსხიანი დღეების მოახლოებას ტემპერატურის მკვეთრი კლება ყოველდღიურად გვახსენებს. შესაბა...
Google-ის მიწვევით, თიბისის ტექნოლოგიური გუნდის - Open API-ის წევრები პარიზში გამართულ Apigee Summit 2024-ს დაესწრნენ, რომლის მთავარი თემა და დევიზი No AI without APIs იყო. სამიტს მსოფლიოს სხვა...
დღევანდელი არჩევნები საერთაშორისო მასშტაბით განხილვის მთავარი თემაა. მაკროეკონომიკური კუთხით, საყურადღებოა, რომ დონალდ ტრამპის გამარჯვება უფრო დოლარის გამყარების არგუმენტად მოიაზრება, რადგანაც უფრო მ...
ნოემბერი 2024 | ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
| ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
|
კომენტარები