2 1 : 0 4
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

გაყიდვების 70%-იანი ზრდა და ახალი შოურუმის სამზადისი - „ვოლვო ქარ საქართველომ“ H1-იწარმატებით დახურა

 

"ვოლვო ქარ საქართველომ“ 2022 წლის პირველ ნახევარში ახალი ავტომობილების რეალიზაციის 70%-იანი ზრდა აჩვენა. დეფიციტებისა და ლოგისტიკური გამოწვევების მიუხედავად, კომპანიამ მიმდინარე წელი წარმატებით დაიწყო. 

ამ პერიოდში ყველაზე გაყიდვადი მოდელები ქროსოვერები იყო. პირველი ადგილი შვედური პრემიუმ ბრენდის საოჯახო ზომის SUV XC90-მა დაიკავა, რომელსაც რიგითობით საშუალო ზომის SUV XC60 და ქალაქის კომპაქტური SUV XC40 მოყვება.  

გაგა კოხრეიძე, „ვოლვო ქარ კავკასიის“ დირექტორი: მოთხოვნა ყველა მოდელზე მაღალიათუმცა ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში აქცენტი მაღალი გამავლობის მანქანებზე 

იყოსამწუხაროდისევ გამოწვევად რჩება ნახევარგამტარების საკითხიშესაბამისადდიდი ალბათობითგარკვეული დეფიციტი ავტომობილებზე 

კიდევ 2 წლის განმავლობაში იქნებათუმცა ვითარება ეტაპობრივად უკეთესობისკენ იცვლებამოლოდინები ოპტიმისტურია და სიტუაციის ცვლილების 

შემდეგ უკვე ყველა მოდელი გვეყოლება:  მაღალი გამავლობის სედანები,  უნივერსალის ტიპის ავტომობილებიდატენვადი ჰიბრიდები და სრულად ელექტრომოდელებიველოდებით ახალი მანქანების შემოსვლას და

 წლის ბოლომდე ჩვენს მომხმარებელს გაცილებით დიდ არჩევანს შევთავაზებთ“.

კომპანიაში აცხადებენ, რომ გაყიდულ ავტომობილებში 50% დამუხტვად ჰიბრიდებზე მოდიოდა, რაც “ვოლვო ქარ საქართველოსთვის”  წინგადადგმული

 ნაბიჯია ბრენდის მდგრადი მიზნებისკენ სწრაფვაში. 

გაგა კოხრეიძე, „ვოლვო ქარ კავკასიის“ დირექტორი:  დამუხტვად ჰიბრიდებზე მოთხოვნის ზრდა ჩვენთვის ძალიან სასიხარულოაფაქტიასაქართველოც უახლოვდება და იზიარებს ბრენდის მდგრადი 

განვითარების მიზნებსრაც ნიშნავსრომ2025 წლისთვის რეალიზებული ავტომობილების 50% ელექტროხოლო დანარჩენი ჰიბრიდულ ძრავიანი უნდა იყოს“.

მომავალი წლისათვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სიახლე კომპანიის ახალი შოურუმიც იქნება. პროცესიუკვე დაწყებულია, მშენებლობა სრულად ვოლვოს სტანდარტებით მიმდინარეობს. 

ახალი სივრცე საექსპოზიციო ნაწილთან ერთად, შვედური ბრენდის ავტომობილებისათვის საჭირო სრულ სერვისსაც გააერთიანებს. 

ახალი შოურუმის დასრულებამდე, უსაფრთხოებით გამორჩეული, ვოლვოს სკანდინავიური სტილის ავტომობილები შეგიძლიათ თბილისში,

 აღმაშენებლის ხეივანში მდებარე  POP UP  შოურუმში დაათვალიეროთ. ჩაეწეროთ ტესტდრაივზე და შვედური ბრენდის მანქანის შესაძლებლობები პირადად გამოსცადოთ. 

მარაგში არსებული სრული სამოდელო რიგის ნახვაა შესაძლებელი კომპანიის ციფრულ მაღაზიაშიც. მომხმარებელს შუძლია "ვოლვო ქარ საქართველოს“

 ვებგვერდზე ავტომობილი 360-გრადუსიანი სისტემით, დისტანციურად შეაფასოს და კონფიგურატორის დახმარებით, სასურველი კომპლექტაციის მოდელისაკუთარი გემოვნებით ააწყოს, 

რომლის ჩამოყვანასაც „ვოლვო ქარ საქართველო“ უზრუნველყოფს.

--

„თეგეტა ჰოლდინგში“ შემავალი კომპანია "ვოლვო ქარ საქართველო“ 2019 წლიდან ოპერირებს საქართველოს ბაზარზე. ამიერკავკასიისა და შუა აზიის მასშტაბით კომპანია პრემიუმ კლასის ავტომობილების ექსკლუზიური დილერია. 

კომპანია მომხმარებელს SUV-ებს, სედანებსა და უნივერსალებს სთავაზობს, მათ შორის არის როგორც დამუხტვადი ჰიბრიდები, ისე შიგაწვის ძრავიანი უახლესი მოდელები.

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები