2 1 : 5 3
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

თიბისი კაპიტალის თემატური განახლება მთავარი ეკონომისტისაგან - აქვს თუ არა ადგილი ეკონომიკის გადახურებას?

გასულ წელს ეკონომიკის 10.4%-ით აღდგენის შემდეგ, წელსაც ძლიერი, კვლავ 10%-ზე მეტი ზრდაა მოსალოდნელი. ამ ფონზე, ჩნდება ლოგიკური კითხვა, ხომ არ აქვს ადგილი ეკონომიკის გადახურებას?

 

ეკონომიკის პოტენციური დონის შეფასების კუთხით, მნიშვნელოვანია, რომ ბოლო პერიოდში მკვეთრად გაიზარდა საინვესტიციო აქტივობა. ასევე, განსაკუთრებით შედარებით მაღალპროდუქტიული მიგრანტების ხარჯზე, მეტია ეკონომიკის პოტენციალში სამუშაო ძალის კონტრიბუცია. შედეგად, ამ უფრო თეორიულ, მაგრამ მაინც ანგარიშგასაწევ ინდიკატორზე დაყრდნობით, ეკონომიკის პოტენციური დონიდან მნიშვნელოვანი გადახრა არ იკვეთება.

 

თიბისი კაპიტალის პუბლიკაციაში ასევე მიმოხილულია სხვა ინდიკატორები: მომდევნო კვარტლების მშპ-ის ზრდის პროგნოზი, ლარის კურსი, ინფლაციისა და ხელფასების სხვადასხვა მაჩვენებელი, დაკრედიტებისა და სექტორული აქტივობის დინამიკა. ამ მხრივ, დასკვნა ანალოგიურია. უფრო მეტიც, მოსალოდნელია, რომ უკვე აგვისტოდან ყოველთვიური ინფლაცია სამიზნეზე დაბალი იქნება და არაა გამორიცხული, მომდევნო 12 თვეში დეფლაციასაც კი ჰქონდეს ადგილი. ამის მიზეზი, ერთი მხრივ საერთაშორისო სასაქონლო ფასების შემცირება და გამყარებული ლარია, მეორე მხრივ კი, წლის დარჩენილ პერიოდში, პირველ ნახევართან შედარებით, სეზონური შესწორების გათვალისწინებით ეკონომიკური აქტივობის შენელებაა.

 

ამდენად, მიმდინარე და საპროგნოზო მაჩვენებელებში მკვეთრი განსხვავებაა და დასკვნაც შესაბამისია. ამ ფონზე, თიბისი კაპიტალის აზრით ზრდის დამატებით შეზღუდვა რისკის შემცველია. შესაბამისად, თიბისი კაპიტალი ინარჩუნებს შეფასებას, რომ წლის ბოლოსკენ მონეტარული პოლიტიკის შერბილებაა მოსალოდნელი. ასევე, ფისკალური დეფიციტის მკვეთრი შემცირება სათუოა ზემოაღნიშნული არგუმენტებისა და იმის გათვალისწინებით, რომ მიმდინარე და კაპიტალური ხარჯების საჭიროება, როგორც ყოველთვის მაღალია. ამ მხრივ, თიბისი კაპიტალის მოსაზრებით, რეგიონულ ინფრასტრუქტურაში ინვესტიციები ერთ-ერთი ყველაზე პროდუქტიული მიმართულებაა. განსაკუთრებით აღსანიშნავია ის ქალაქები, სადაც პოსტსაბჭოთა პერიოდში მოსახლეობა ყველაზე მეტად შემცირდა და როგორც საქართველოს, ასევე უცხო ქვეყნის მოქალაქეების მიერ თბილისისა და ბათუმის გარდა, საქართველოს რეგიონებიდან მუშაობა, თიბისი კაპიტალის მოსაზრებით ქვეყნის ერთ-ერთ ძირითადი კონკურენტული უპირატესობაა.

 

იხილეთ პუბლიკაცია სრულად ბმულზე.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები