1 5 : 0 8
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

გარემოს დაცვის მსოფლიო დღეს „ვოლვო ქარ საქართველომ“ მინი შოურუმი წარადგინა

 

5 ივნისს გარემოს დაცვის მსოფლიო დღის აღსანიშნად „ვოლვო ქარ საქართველომ“ ღონისძიება გამართა. შეხვედრის მთავარი მიზანი გარემოს დაცვასა და პლანეტაზე ზრუნვის შესახებ ცნობადობის ამაღლება იყო. შვედური ბრენდისთვის მდგრადი განვითარება ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია.

 

შეხვედრაზე „ვოლვოს“ ახალი მინი შოურუმის პრეზენტაცია გაიმართა. „ღვინის ქარხანაში“ „ვოლვოს“ მინის კუბში სტუმრებმა ქროსოვერი XC90 Plug-in ჰიბრიდი იხილეს.

გაგა კოხრეიძე, „ვოლვო ქარ კავკასიის“ დირექტორი: „ვოლვოს, როგორც ლიდერს უსაფრთხოების საკითხებში, მიაჩნია, რომ ყველაზე დიდი გამოწვევა ჩვენს პლანეტასა და გარემოზე ზრუნვაა. გვაქვს ამბიცია, ვიყოთ მდგრადი საავტომობილო ბრენდი და მინიმალური ზიანი მივაყენოთ გარემოს. ვოლვოს გლობალური გეგმაა, 2040 წლისთვის სრულად კლიმატნეიტრალურები გავხდეთ. ამისთვის ძალიან დიდი გზაა გასავლელი და გვესმის, რომ საჭიროა, ცვლილებები მოხდეს მთელ მიწოდების ჯაჭვში. ჩვენ, როგორც საქართველოში, ისე რეგიონში, მაქსიმალურად ვცდილობთ ფლაგინ ჰიბრიდების პოპულარიზაციას და მიხარია, რომ გაყიდვების დიდი წილი სწორედ ამ ეკომეგობრულ ავტომობილებზე მოდის“.

 

გარემოს დაცვის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიების მთავარი მედიამხარდამჭერი National Geographic Magazine - საქართველო იყო. შეხვედრაზე ჟურნალის ივნისის ნომრის პრეზენტაცია გაიმართა, რომელიც კლიმატის ცვლილებებს ეხება.

 

ნათია ხულუზაური, National Geographic Magazine - საქართველოს მთავარი რედაქტორი: „National Geographic-ი ხშირად წერს გარემოსდაცვით საკითხებზე და მკითხველს პრობლემების გადაჭრის გზებს სთავაზობს. სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, კარგად ვიცოდეთ იმ საფრთხეების შესახებ, რომელთა წინაშეც ჩვენი პლანეტა დგას და გავიაზროთ, რომ თითოეულ ჩვენგანს შეგვიძლია სასიკეთო ცვლილებების მოხდენა“.

 

ღონისძიების დასასრულ, ეროვნული სატყეო სააგენტოს უფროსის მოადგილემ გარემოს გლობალურ საფრთხეებსა და ლოკალურ გამოწვევებზე მოკლე მოხსენება წაიკითხა და ყურადღება გარემოსდაცვით აქტივობებზე გაამახვილა. 

 

ნათია იორდანიშვილი, ეროვნული სატყეო სააგენტოს უფროსის მოადგილე: „გარემოს დაცვის მსოფლიო დღის 2022 წლის სლოგანია „მხოლოდ ერთი დედამიწა“. მთავარი მიზანია, საზოგადოებას კიდევ ერთხელ შევახსენოთ, რამდენად მნიშვნელოვანია ბუნებასთან ჰარმონიაში ცხოვრება და ის, რომ ჩვენ გვაქვს ასეთ ცხოვრების წესზე გადასვლის შესაძლებლობა. მთავარია გვახსოვდეს, რომ ხშირ შემთხვევაში გარემოს აღდგენაზე გაწეული ხარჯები გაცილებით მეტია იმ ეკონომიკური საქმიანობიდან მიღებულ შემოსავალზე, რომლის შედეგადაც მოხდა გარემოს დეგრადაცია. უნდა გვჯეროდეს, რომ ჩვენ ჯერ კიდევ გვაქვს სწორი არჩევანის გაკეთების საშუალება“.  

ღონისძიებას 100-მდე სტუმარი ესწრებოდა, ღია სივრცეში გამოფენილი იყო შვედური ბრენდის საიმიჯო ფოტოები და ფრაზები ვოლვოს სამომავლო გეგმების შესახებ. სტუმრებს საშუალება ჰქონდათ ვოლვოს ახალი, , SUV XC60 Plug-in ჰიბრიდი და სრულად ელექტრიფიცირებული XC40 ტესტდრაივზე გამოეცადათ. 

 

„თეგეტა ჰოლდინგში“ შემავალი კომპანია „ვოლვო ქარ საქართველო“ 2019 წლიდან ოპერირებს საქართველოს ბაზარზე. ამიერკავკასიისა და შუა აზიის მასშტაბით კომპანია პრემიუმ კლასის ავტომობილების ექსკლუზიური დილერია. „ვოლვო ქარ საქართველო“ მომხმარებელს  SUV-ებს, სედანებსა და უნივერსალებს სთავაზობს, მათ შორის არის როგორც დამუხტვადი ჰიბრიდები, ისე  შიგაწვის ძრავიანი უახლესი მოდელები. შოურუმის გარდა, მომხმარებელს შესაძლებლობა აქვს, კომპანიის ციფრული მაღაზიით ისარგებლოს, კომპანიის ვებგვერდზე ავტომობილი 360-გრადუსიანი სისტემით, დისტანციურად შეაფასოს და კონფიგურატორის დახმარებით, სასურველი კომპლექტაციის მოდელი საკუთარი გემოვნებით ააწყოს, რომლის ჩამოყვანასაც „ვოლვო ქარ საქართველო“ უზრუნველყოფს.

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები