1 2 : 4 7
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

“დაბოლილი, კედელს გათიშულ მდგომარეობაში მიყრდნობილი თაობა…”

მამა პეტრე კოლხი სოციალრ ქსელში წერს:

 

“არ უნდა გავატაროთ, ქუჩაში მოსიარულე დაბოლილი ახალგაზრდები. სადარბაზოს კედელს ნახევრად გათიშულ მდგომარეობაში მიყრდნობილი თაობა.
თაობა, რომელსაც ჰგონია, ამ ცხოვრებით "კაიფობს” და სინამდვილეში სიმახინჯეს, ავადმყოფობას და საწამლავს ემონებიან.
იმიტომ არ უნდა გავატაროთ, რომ მალე სიკვდილიანობა დაისადგურებს. ეს მონაგონია, რაც ხდება. შეიძლება ითქვას, პროლოგია…
შინაარსი მალე დაიწყება. წამალდამოკიდებული სულს ხომ ისედაც ყიდის, ოჯახის წევრებსაც ადვილად შეელევა, ნივთებზე რომ არაფერი ვთქვათ.
ყველა დამნაშავეა, ვინც ჩუმად ზის და არ აპროტესტებს. ეს ომია, საკუთარი თავის, შენთვის ძვირფასი ადამინების, საკუთარი სამშობლოს წინააღმეგ გამართული ომი.
მომავალსაც საფრთხე ექმნება. დედის წიაღში ჩასახულ ბავშვსაც ვწირავთ და მძიმე ჯვარს ვკიდებთ.
დეპრესიას, სტრესს, წამლით, ნარკომანობით ვერ მოვერევით.
გამოვფხიზლდებით და უფრო მეტი დეპრესია გვეწყება.
სანამ შევტოპავთ, "დავასტოპოთ”…
როცა ნარკოტიკს მივიღებთ, არაფერი გვახარებს, არავინ გვინდა. ვითომ თავისუფლებას ვეძებთ, სინამდვილეში შხამზე დამოკიდებული ვხდებით.
თუ ასე გაგრძელდა, 15 წელიწადში ახალი თაობა ვერ იქნება.
იმ ფულით, რასაც "სიკვდილში” ვხარჯავთ, ათას უპოვარს, უპატრონოს დავეხმაროთ.
არსებობენ მოზარდები, სწავლა წყურიათ, მაგრამ წიგნებს ვერ ყიდულობენ და ნასწავლიც ავიწყდებათ.
დავრწმუნდეთ, რომ ყველაზე დიდი "კაიფი” ის არის, როცა ნარკოკაიფზე ვიტყვით უარს და საკუთარ სისუსტეებს მოვერევით!..”

კომენტარები

მსგავსი სიახლეები