კობახიძის განცხადების გამო მოლდოვის საგარეო საქმეთ...
მოლდოვაში ჩატარებულ არჩევნებთან დაკავშირებით, ირაკლი კობახიძის განცხადებების შემდეგ მოლდოვის საგარეო საქმეთა სამინისტროში საქართველოს საქმეთა დროებითი რწუნებული დავით ბოჭორიშვილი საგარეო საქ...
|
ფაქტია, ხელისუფლება ერთს ამბობს, მეორეს აკეთებს და მესამეს ფიქრობს. თუ დასავლეთი გარყვნილია და საქართველოს სადღაც გარყვნილებისკენ ან ომისკენ მიაქანებს, მაშინ ასეთი სერიოზული სახით 12 რეკომენდაციის განხილვა ამ კონფერენციაზე რაში ჯდება? - ამის შესახებ „ლელოს“ წვერმა ანა ნაცვლიშვილმა კონფერენციის დაწყებამდე განაცხადა, რომელიც თემას - „საქართველოს გზა ევროკავშირისკენ“ ეხება.
ნაცვლიშვილის თქმით, საქართველო კანდიდატის სტატუსს მიიღებს თუ არა, ეს ევროკავშირის გადასაწყვეტია, თუმცა, მისივე განმარტებით, ხელისუფლება ქართველი ხალხის სათქმელს არ ამბობს.
„ეს გადაწყვეტილება ევროკავშირის გადაწყვეტილებაა და ევროკავშირი მიიღებს ამ გადაწყვეტილებას. ფაქტია ის, რომ ხელისუფლებას არ სურს ქართველმა ხალხმა მიიღოს ეს სტატუსი და ყველაფერს აკეთებს, რომ რეფორმები ჩააგდოს. ჩვენ დასავლელ პარტნიორებთან მუშაობას ვაგრძელებთ იმისთვის, რომ კიდევ უფრო მკაფიოდ მივიტანოთ მათთან ქართველი ხალხის სათქმელი, ვინაიდან ხელისუფლება ქართველი ხალხის სათქმელს არ ამბობს და არ აკეთებს. ამიტომ ვმუშაობთ ჩვენ დასავლელ პარტნიორებთან, რომ გავაგებინოთ, რასაც ხელისუფლება ამბობს და აკეთებს. საზოგადოებას ემიჯნება, ხელისუფლების და ხალხის სურვილები ევროკავშირთან მიმართებაში ერთმანეთისგან აცდენილია, მაგრამ საბოლოო გადაწყვეტილება შეფასებებზეა. ამიტომ, ხელისუფლების დღევანდელი მცდელობა, თავის მართლების მცდელობაა, თუ რატომ არ არის რეკომენდაციები. ცხადია, ისინი გზებს ეძებენ, როგორ დააღწიონ თავი პასუხისმგებლობას, თუმცა, ფაქტია, რომ საზოგადოების აბსოლუტური უმრავლესობის წინააღმდეგ წასვლა ძალიან მძიმე პოლიტიკური ფასის მატარებელი იქნება.
ხელისუფლების მთავარი მცდელობა არის, როგორმე დააღწიოს თავი პასუხისმგებლობას და თავი იმართლოს, ვინაიდან ის რეკომენდაციების არშესრულებაშია მხილებული. რაც შეეხება დღევანდელ კონფერენციას, სადაც მათ სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები მოიწვიეს, რომელთაც სულ რაღაც 3 თვის წინ, აგენტებს და ხალხის მტრებს ეძახდნენ, ეს მათი მხრიდან სამოქალაქო საზოგადოებასთან მობოდიშების მცდელობაა, სამოქალაქო საზოგადოება ამ ბოდიშს რამდენად მიიღებს, არ ვიცი, მათი გადასაწყვეტია. თუმცა, ფაქტია, ხელისუფლება ერთს ამბობს, მეორეს აკეთებს და მესამეს ფიქრობს. თუ დასავლეთი გარყვნილია და საქართველოს სადღაც, გარყვნილებისკენ ან ომისკენ მიაქანებს, მაშინ ასეთი სერიოზული სახით 12 რეკომენდაციის განხილვა ამ კონფერენციაზე რაში ჯდება? მათ არ უნდათ თავის ამომრჩეველს აუხსნან, რომ ერთადერთი, რაც კანდიდატის სტატუსის წინაპირობაა, ეს რეფორმებია და ეს აღიარონ, ან აღიარონ რომ კონფერენციის პარალელურად დაკავებული არიან ანტიდასავლური ტყუილების გავრცელებით და საზოგადოების შეცდომაში შეყვანით“, - განაცხადა ნაცვლიშვილმა.
ცნობისთვის, საქართველოს პარლამენტისა და აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის საქართველოს ეროვნული პლატფორმის ორგანიზებით კონფერენცია თემაზე „საქართველოს გზა ევროკავშირისკენ“ იმართება, რომელიც საქართველოს ევროპულ ინტეგრაციას ეძღვნება. ღონისძიებას საპარლამენტო უმრავლესობასა და ოპოზიციასთან ერთად, სამოქალაქო საზოგადოებაც ესწრება. ღონისძიებაზე საუბარი შეეხება ევროკავშირის 12 რეკომენდაციას და ასევე, ასოცირების შეთანხმებიდან გამომდინარე რეფორმებს, რომელსაც პარლამენტი ახორციელებს.
მოლდოვაში ჩატარებულ არჩევნებთან დაკავშირებით, ირაკლი კობახიძის განცხადებების შემდეგ მოლდოვის საგარეო საქმეთა სამინისტროში საქართველოს საქმეთა დროებითი რწუნებული დავით ბოჭორიშვილი საგარეო საქ...
„მათ მმართველობას საკუთარ ქვეყნებში მოსახლეობამ უარი უთხრა - როთი არის შოლცის პარტიიდან და კოალიცია საერთოდ დაეშალათ. ეტყობა ისეთი უავტორიტეტოა, რომ იქ ქუჩაში საერთოდ არ გაესვლება. ეს როთები იქა...
„ამ ადამიანების განცხადებებს არანაირი ფასი არ აქვს. ეს არიან უსაქმური ადამიანები, რომლებიც ხან ერთ ქვეყანაში ჩადიან, ხან მეორეში. ჩვენ გვახსოვს, როცა ისინი ოპოზიციის აქციების დროს ჩამოვიდნენ, მა...
სააპელაციო სასამართლოსთან შეკრებილი აქციის მონაწილეები, მსვლელობით წერეთლის გამზირზე, სადგურის მოედნის მიმართულებით გადაადგილდებიან. ისინი არჩევნების გაყალბებას აპროტესტებენ. აქციის მონაწილეებს წინ პო...
სააპელაციო სასამართლოსთან შეკრებილი აქციის მონაწილეები, მსვლელობით წერეთლის გამზირზე, სადგურის მოედნის მიმართულებით გადაადგილდებიან. ისინი არჩევნების გაყალბებას აპროტესტებენ. აქციის მონაწილეებს წინ პო...
"ორბანი დღეს მიემგზავრება საქართველოში... სავარაუდოდ, რომ აჩვენოს მისი მხარდაჭერა საქართველოს მთავრობის მიმართ... ორბანმა საქართველოში ვიზიტის ფარგლებში რაც არ უნდა თქვას, ის ევროკავშირს არ წარმოადგენ...
„თქვენ ხედავთ, უმძიმეს მდგომარეობაშია ოპოზიცია, კამპანიებს არ ატარებენ, არც სოფლებში დადიან, არც უბნებში დადიან, კამპანიას არ ატარებენ, შეკრებებს ვერ ატარებენ, სკამებით ატარებენ შეკრებებს. როცა ...
კომენტარები