1 3 : 1 3
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

პოლიტიკა

ხორვატიის პრემიერ-მინისტრი - მიხარია, რომ საქართველო 12 ვალდებულებას ასრულებს - იმედი მაქვს, ვნახავთ პროგრესს და ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე წინსვლა გვექნება

საქართველოს გააჩნია ამბიცია, გახდეს ევროკავშირის და ნატო-ს წევრი. ჩვენ მხარს ვუჭერთ ამ მისწრაფებებს, - ამის შესახებ ხორვატიის პრემიერ-მინისტრმა, ანდრეი პლენკოვიჩმა, საქართველოს პრემიერ-მინისტრ, ირაკლი ღარიბაშვილთან ერთად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

ხორვატიის პრემიერ-მინისტრი იმედოვნებს, რომ საქართველო ევროკომისიის 12 რეკომენდაციას შეასრულებს. ამასთან, დაინახავენ ინსტიტუციურ პროგრესსა და ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე წინსვლას.

"დღეს საუბარი გვქონდა ხორვატიასა და საქართველოს შორის ურთიერთობების გაუმჯობესებაზე. ჩვენ შევეხეთ საქართველოს ევროპულ პერსპექტივას, იმ ამბიციებს, რომელიც ქვეყანას გააჩნია ნატო-ში გაწევრიანების თაობაზე. ასევე, ვისაუბრეთ უკრაინაში მიმდინარე მოვლენებზე, რუსეთის აგრესიასა და საქართველოს ეკონომიკურ მდგომარეობაზე. შევეხეთ სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპაში არსებულ მდგომარეობას. ხორვატია და საქართველო მოსახლეობის გეოგრაფიის ნიშნით, ძალიან მსგავსია. საქართველოს გააჩნია ამბიცია, გახდეს ევროკავშირის და ნატო-ს წევრი. ჩვენ მხარს ვუჭერთ ამ მისწრაფებებს. როგორც მოგეხსენებათ, გასულ წელს, ევროპულ საბჭოში გადავწყვიტეთ, რომ უკრაინა, მოლდოვა და საქართველო ამ გზაზე შედგებიან. მოლდოვა და უკრაინა კანდიდატის სტატუსის მქონეები არიან, საქართველოს კი ევროპული პერსპექტივა მიენიჭა და 12 ვალდებულება განესაზღვრა. ეს ევროკომისიის დასკვნაშია გაწერილი. მიხარია, რომ საქართველო ამ ვალდებულებებს ასრულებს. იმედი მაქვს, განვიხილავთ ამ საკითხს სამივე ქვეყანასთან მიმართებით, საქართველოსთან მიმართებაში ვნახავთ პროგრესს ინსტიტუციურად და ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე წინსვლა გვექნება“, - აღნიშნა ხორვატიის პრემიერ-მინისტრმა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები