1 8 : 2 1
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

პოლიტიკა

"ყველაზე უბედური ვარ... ივანიშვილისა და "ოცნების" დავალებით ჩემს სახლში იარაღებით შევარდნენ, შეაშინეს ჩემი 10 წლის ძმა" - რას წერს გოგაშვილის შვილი?

სუს-ის ყო­ფი­ლი მა­ღალ­ჩი­ნოს­ნის სოსო გო­გაშ­ვი­ლის ქა­ლიშ­ვი­ლი ნინი გო­გაშ­ვი­ლი მათ ოჯახ­ში ჩა­ტა­რე­ბულ სპე­ცო­პე­რა­ცი­ა­ზე წერს, რა დრო­საც არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, სოსო გო­გაშ­ვი­ლი და­ა­კა­ვეს.

"ყვე­ლა­ზე უბე­დუ­რი ადა­მი­ა­ნი ვარ ჩემს ცხოვ­რე­ბა­ში, როცა ჩემი ოჯა­ხის გვერ­დით არ ვი­ყა­ვი, როცა ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლი­სა და ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის და­ვა­ლე­ბით ჩემს სახ­ლში შე­ვარ­დნენ ია­რა­ღე­ბით, შე­ა­ში­ნეს ჩემი 10 წლის ძმა, დე­და­ჩე­მი…. და სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლი­დან ვნა­ხუ­ლობ დე­და­ჩე­მის ვი­დე­ოს რო­გორ ყვი­რის რომ არ ეს­რო­ლონ... ღმერ­თს ვთხოვ, ჩემს ოჯახს ძალა მის­ცეს და თქვენ რომ პა­სუხს აგებთ აუ­ცი­ლებ­ლად, ამა­ში ეჭვი არ მე­პა­რე­ბა!" - წერს ნინი გო­გაშ­ვი­ლი, რო­მელ­მაც მოგ­ვი­ა­ნე­ბით სა­კუ­თა­რი ბი­ნი­დან გა­ავ­რცე­ლა "ლა­ი­ვის" კად­რე­ბი. რო­გორც ვი­დე­ო­დან ირ­კვე­ვა მას­თან სა­გა­მო­ძი­ე­ბო უწყე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი მი­ვიდ­ნენ და ჩხრე­კა ჩა­ა­ტა­რეს, სახ­ლი­დან მათ კომ­პი­უ­ტე­რი და "ვა­ი­ფა­ის" მო­წყო­ბი­ლო­ბა წა­ი­ღეს.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები