მსოფლიო
გამორიცხულია, ზურაბიშვილმა სააკაშვილის შეწყალებით ლაქა დაიდოს ცხოვრების მანძილზე – ვოლსკი
2021-09-30 11:32:28
პარლამენტის ვიცესპიკერი გია ვოლსკი გამორიცხავს, რომ სალომე ზურაბიშვილი მიხეილ სააკაშვილს შეიწყალებს. მისი აზრით, ეს “ლაქის დადება” იქნება.
“სალომე ზურაბიშვილმა გამორიცხულია, რომ ასეთი ლაქა დაიდოს თავისი ცხოვრების შემდგომ მანძილზე. შეიძლება თქვა, რომ ქართულმა სასამართლომ რაღაც გარკვეული სუბიექტივიზმი დაუშვა. არ დაუშვა, ჯერ ეს ერთი, ქართულმა სასამართლომ ზუსტი განაჩენი გამოიტანა და ეს არ არის პიჯაკების საქმე და ყველამ კარგად იცის, რომ ის სერიოზულ თანხაზეა ლაპარაკი. ვალერი გელაშვილი დალეწილი, დანგრეული და მოკლული ფაქტობრივად, იგივე გირგვლიანის მკვლელების შეწყალება და სასათბურე პირობების მოწყობა სტრასბურგის სასამართლოს მიერ არის აღიარებული და კიდევ რამდენიმე საქმე მიმდინარეობს”, — ამბობს ის პალიტრანიუსის ეთერში.
ვოლსკი აღნიშნავს, რომ “არც სალომე ზურაბიშვილია ისეთი გულუბრყვილო, რომ საერთაშორისო სასამართლოს დასკვნების გარეშე რაიმე გადაწყვეტილება მიიღოს”.
კომენტარები