0 9 : 2 0
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

“ერთ-ერთ ვარიანტად განიხილებოდა, რომ გახარია გეია” – მოშე კლუგჰაფტის ვარიანტები “ოცნებისთვის”

“ერთ-ერთ ვარიანტად განიხილებოდა, რომ გახარია გეია” – “ოცნების” შედგენილი სტრატეგიის მიხედვით ცნობილი ისრაელელი პოლიტ-ტექნოლოგის, მოშე კლუგჰაფტის ერთ-ერთი სამიზნე ყოფილი პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარიაა. ტელეკომპანია “მთავარი” იმ დოკუმენტებს ასაჯაროებს, რომელშიც წერია თუ რა ვარიანტები განიხილებოდა, გიორგი გახარიას “გასაშავებლად”.

“ᲧᲝᲤᲘᲚᲘ ᲞᲠᲔᲛᲘᲔᲠᲘ ᲒᲘᲝᲠᲒᲘ ᲒᲐᲮᲐᲠᲘᲐ “ᲥᲐᲠᲗᲣᲚᲘ ᲝᲪᲜᲔᲑᲘᲡ” ᲡᲐᲙᲕᲐᲜᲫᲝ ᲛᲔᲢᲝᲥᲔᲐ. ᲛᲘᲡ ᲬᲘᲜᲐᲐᲦᲛᲓᲔᲒ ᲦᲠᲛᲐᲓ ᲓᲐᲕᲮᲔᲬᲘᲚᲘ ᲡᲢᲠᲐᲢᲔᲒᲘᲐᲐ ᲡᲐᲭᲘᲠᲝ. 

ᲜᲐᲠᲐᲢᲘᲕᲘᲡ ᲬᲐᲛᲧᲕᲐᲜᲘ ᲮᲐᲖᲔᲑᲘ ᲣᲜᲓᲐ ᲘᲧᲝᲡ:

  • კორუფცია,
  • ამორალურობა (ჰომოსექსუალობასთან, ნარკოტიკების მოხმარებასთან, ოჯახისა და სახელმწიფოს მოღალატეობასთან დაკავშირებული ბრალდებები).

ᲜᲐᲠᲙᲝᲢᲘᲙᲔᲑᲘᲡ ᲛᲝᲮᲐᲛᲠᲔᲑᲐᲡᲗᲐᲜ ᲓᲐᲙᲐᲕᲨᲘᲠᲔᲑᲣᲚᲘ ᲜᲐᲠᲐᲢᲘᲕᲘ ᲛᲐᲠᲢᲘᲕᲘ ᲐᲠ ᲘᲥᲜᲔᲑᲐ, ᲛᲐᲒᲠᲐᲛ ᲔᲡ ᲮᲐᲖᲘ ᲡᲮᲕᲔᲑᲡ ᲐᲯᲝᲑᲔᲑᲡ, ᲠᲐᲓᲒᲐᲜ ᲕᲘᲖᲣᲐᲚᲣᲠᲘ ᲛᲢᲙᲘᲪᲔᲑᲣᲚᲔᲑᲔᲑᲘ ᲐᲠ ᲐᲠᲘᲡ ᲡᲐᲭᲘᲠᲝ”,- ᲬᲔᲠᲘᲐ ᲓᲝᲙᲣᲛᲔᲜᲢᲨᲘ.

გახარიასთან დაკავშირებით ასევე წერია რომ გზავნილების გავრცელება უნდა მოხდეს:

  • სატელევიზიო მედია: იმედი, პოსტ ტვ, რუსთავი2, მაესტრო.
  • ფეისბუქი, ადგილობრივი და საერთაშორისო ექსპერტები.
  • პირველი ფაზა: სახელის შერქმევა (ნარკომომხმარებელი, ოჯახისა და სახელმწიფოს მოღალატე)
  • მეორე ფაზა: დაბრალება: სად, როდის, როგორ
  • მეექვსე ფაზა : ნარატივის გონებაში ჩაბეჭდვა. მთავარი გზავნილის გამეორება “გახარია=სააკაშვილს=ნარკომომხმარებელს და მას არ აქვს უფლება, იყოს დედაქალაქის მერი”
  • მესამე ფაზა: შერცხვენა – ჩვენ კარგები ვართ, ის ცუდია
  • მეოთხე ფაზა: ნარატივის ინფორმაციული მხარდაჭერა, კონკრეტული პირების დასახელება, მანიპულირებული ფეიკი და “დიფ ფეიკი”. (იგულისხმება ყალბი ვიდეო).

ცნობისთვის, სწორედ მოშე კლუგჰაფტი იყო 2018 სალომე ზურაბიშვილის საპრეზიდენტო კამპანიის მენეჯერი და სტრატეგიული მრჩეველი. საპრეზიდენტო არჩევნებზე ზურაბიშვილის მხარდამჭერ ბანერებზე მის ნაცვლად ქართული ოცნების ლიდერები იყვნენ გამოსახული, პარალელურად, ქუჩებში გამოკრული იყო სისხლის ფონზე გამოსახული წინა ხელისუფლების წევრთა ბანერები. მოშე კლუგჰაფტი წლების განმავლობაში კრიტიკა თავისი კლიენტების დემონიზებისთვის დაიმსახურა.

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები