0 2 : 0 5
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

პოლიტიკოსებმა უნდა თქვან, რომ თუ ოდირი შედეგებს აღიარებს, თავადაც აღიარებენ – ევროპარლამენტარი

პოლიტიკოსებმა უნდა თქვან, რომ თუ ოდირი შედეგებს აღიარებს, თავადაც აღიარებენ – აცხადებს ესტონეთის ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი და ევროპარლამენტის წევრი მარინა კალიურანდი ამერიკის ხმასთან ინტერვიუში.

”დროა დააფიქსიროთ თქვენი ერთგულება არჩევნების შედეგების აღიარების მიმართ იმ შემთხვევაში, თუ საერთაშორისო დამკვირვებლები შედეგებს დაადასტურებენ. ეს დიდი ნაბიჯი იქნება, რომელიც გასცდება პარტიულ თამაშებს და ინტერესებს. პოლიტიკოსები უნდა გამოვიდნენ და თქვან, რომ დიახ, თუ “ოდირის” დამკვირვებლები აღიარებენ არჩევნების შედეგებს, რა შედეგებიც არ უნდა მიიღოს ამა თუ იმ პარტიამ, რომ ისინი ამ შედეგებს აღიარებენ. ეს იქნება პოლიტიკური სტაბილურობის გარანტია.”- ამბობს მარინა კალიურანდი

კომენტარები

მსგავსი სიახლეები