2 3 : 0 6
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

დავისახოთ მიზნად, რომ 2030 წელს ყველა მოქალაქემ ისაუბროს ქართულად..მე მინდა, რომ ძალიან ბევრი ასეთი ახალგაზრდა ვიხილო პარლამენტში, მინისტრებად, მინისტრების მოადგილებაად.. - ღარიბაშვილი

პრემიერმინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, მისთვის ძალიან მტკივნეულია, რომ საქართველოს ბევრი მოქალაქე ვერ საუბრობს ქართულ ენაზე.

“მოდით, ვაღიაროთ, რომ ეს არის პრობლემა. მე აქ ვხედავ ჩვენ ეთნიკურად აზერბაიჯანელ წარმატებულ პარლამენტის წევრებს, რომლებიც გამართულად, სუფთად საუბრობენ ქართულ ენაზე. მათ მიაღწიეს საკუთარი შრომით, განათლებით, რომ გახდნენ პარლამენტის წევრები. ეს არის ერთი კონკრეტული მაგალითი. მე მინდა, რომ ძალიან ბევრი ასეთი ახალგაზრდა ვიხილო პარლამენტში, მინისტრებად, მინისტრების მოადგილებაათ და ა.შ.”,– ამბობს ღარიბაშვილი.

მისივე განცხადებით, მთავრობის ერთ-ერთი ამოცანაა, რომ 2030 წლისთვის ყველა მოქალაქე ქართულად საუბრობდეს.

“დავისახოთ მიზნად, რომ 2030 წელს საქართველოს ყველა მოქალაქე ისაუბრებს გამართულად ქართულ ენაზე. ეს არის ერთ-ერთი კონკრეტული ამოცანა. ამის თაობაზე მე არაერთხელ მისაუბრია ჩვენს ეთნიკურად აზერბაიჯანელ, სომეხ თანამოქალაქეებთან და ყველასგან არის სრული მზადყოფნა”,– აღნიშნა ღარიბაშვილმა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები