2 3 : 1 3
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

წელს კორონავირუსით გარდაცვლილთა 99,7% აუცრელი იყო - გამყრელიძე

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის თქმით, წელს კორონავირუსით გარდაცვლილთა 99,7% აუცრელი იყო, აცრილ მოსახლეობაში დაინფიცირების მაჩვენებელმა კი 0,3% შეადგინა.

"გუშინ გაანალიზდა მთლიანად წელს გარდაცვალებულთა რაოდენობა და გარდაცვლილთა 99,7% სამწუხაროდ, აუცრელია. მეორეს მხრივ გაანალიზდა აცრილ მოსახლეობაში დაინფიცირების მაჩვენებელი, ეს არის, 0,3 ორჯერ აცრილებში და 0,9 ერთხელ აცრილებში და აქაც სრულად აცრილებში დაახლოებით თხუთმეტჯერადი განსხვავებაა, ანუ აცრა თხუთმეტი ჯერადობით იცავს.

ანუ 1000 ადამიანში, ვინც აცრილია და დაემართება კოვიდი შეიძლება, დაიღუპოს 1, ხოლო 1000 ადამიანში, რომლესაც დაემართება კოვიდი ალბათობა დაღუპვის არის 15, თხუთმეტჯერადი განსხვავებაა. ამიტომ დაცვას აცრისას აქვს ძალიან სერიოზული საფუძველი",- თქვა ამირან გამყრელიძემ. 

მისი თქმით, აცრილ და აუცრელ მოსახლეობაში გარდაცვალების მაჩვენებელი დაახლოებით 15-ჯერ განსხვავდება.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები