1 3 : 2 2
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

“45 მილიონიანი ქვეყნის რეფორმირების ბედი ანდეს! – ე.ი. ის რეფორმები აღიარებას, რომლებიც აქ გაატარა”

ენმ-ის ერთ-ერთი ლიდერი, ნიკა მელია, სოციალურ ქსელში წერს:

“ზელენსკიმ ქვეყნის მთავარ რეფორმატორად ოფიციალურად დანიშნა მიხეილ სააკაშვილი. დასამალი არაა რომ მ. სააკაშვილის დანიშვნის მთელი ეს პროცესი უკრაინაში მძაფრი დაპირისპირების ფონზე მიმდინარეობდა, მაგრამ ხშირად წინააღმდეგობა გაცილებით უფრო მკაფიოდ უსვამს ხაზს პერსონის მნიშვნელობას, ვიდრე მხოლოდ მხარდაჭერა. 

ამ გადამწყვეტი ნაბიჯით, არა მარტო ზელენსკიმ, არამედ დასავლეთმა ამამოძრავებელი ძრავი ჩაუდგა სტაგნაციაში მყოფ, ფაქტობრივად გაჩერებულ უკრაიანას. 

ქვეყანას, რომელსაც კორუფციის მარწუხებში ამყოფებენ და განვითარების საშუალებას არ აძლევენ ადგილობრივი ოლიგარქები. სწორედ მათ საპირწონედ განიხილავს დასავლეთიც და ქვეყნის პრეზიდენტი ზელენსკიც მ.სააკაშვილს. 

როდესაც მოგანდობენ 45 მილიონიანი ქვეყნის რეფორმირების ბედს, ეს სულ მინიმუმ ნიშნავს, როგორც შენი, როგორც პოლიტიკური მოღვაწის როლისა და ძალის, ისე იმ რეფორმების კიდევ ერთხელ უპირობო აღიარებას, რომელიც შენს ქვეყანაში გაქვს გატარებული.

წარმატები მიხეილ სააკაშვილს ამ რთულ და მნიშვნელოვან გზაზე!”

კომენტარები

მსგავსი სიახლეები