2 3 : 5 2
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მსხვილი ნარკორეალიზატორები დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მსხვილი ნარკორეალიზატორები დააკავა. ამის შესახებ უწყებაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს. უწყების ინფორმაციით, მარნეულსა და ფონიჭალაში ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 7 ნარკორეალიზატორი დააკავეს.

დანაშაული 8-დან 20 წლამდე, ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

შსს-ის ინფორმაციით, ბრალდებულები ნარკოტიკებს სისტემატურად ყიდდნენ. გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის და გასაღების ფაქტზე მიმდინარეობს.

ასევე, უწყების ინფორმაციით, დაკავებულია კიდევ ერთი პირი. ის თურქეთის მოქალაქეა, რომლის დაკავების მიზნით, სამი თვის განმავლობაში ინტენსიური ოპერატიული ღონისძიებები მიმდინარეობდა. გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 260-ე მუხლით მიმდინარეობს.

გარდა ამისა, სამართალდამცველებმა თბილისის საერთაშორისო აეროპორტის მიმდებარე ტერიტორიაზე დააკავეს საქართველოსა და საფრანგეთის მოქალაქეც. ამოღებულია 12 აბი ნარკოტიკული საშუალება „სუბუტექსი“ და 4 კაფსულა „მეტადონი."

კომენტარები

მსგავსი სიახლეები