0 1 : 2 8
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

ბილაინმა საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოებაში, უკრაინის წითელი ჯვრის მხარდასაჭრად 100,000 ლარის შემოწირულობა განახორციელა

კომპანია აგრძელებს უკრაინელი ხალხის მხარდამჭერი აქტივობების განხორციელებას

საერთაშორისო ჯგუფ „ვიონის“ წევრი, მობილიური ოპერატორი „ვიონი საქართველო“ (ბრენდი ბილაინი) რუსეთის მიერ უკრაინაში დაწყებული ომის პირველივე დღიდან მხარდაჭერას უცხადებს და გვერდში უდგას უკრაინელებს. რუსეთის მიერ საომარი მოქმედებების დაწყებისთანავე, უკრაინაში მყოფ ბილაინის მომხმარებლებს კომპანია როუმინგში ინტერნეტს საჩუქრად აძლევს. ბილაინის ქსელიდან უკრაინის მიმართულებით SMS შეტყობინებები და ზარები როგორც ფიქსირებულ, ისე მობილურ ტელეფონებზე უფასოა. საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების საქველმოქმედო ნომერზე 16222 ბილაინიდან ზარის შედეგად გაკეთებული შემოწირულობა სრულად გადაეცემა წითელ ჯვარს, რომელიც თავის მხრივ დახმარებას უწევს უკრაინის წითელი ჯვრის საზოგადოებას. დამატებით, დღეს ბილაინმა, კომპანიის სახელით საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოებაში 100,000 ლარი შემოწირულობის სახით  განახორციელა, უკრაინის წითელი ჯვრისთვის. ბილაინის თანამშრომლების პირადი შემოწირულობებით კი შეძენილ და გაგზავნილ იქნა ჰუმანიტარული დახმარება უკრაინიდან მომავალი ლტოლვილებისთვის პოლონეთის საზღვარზე.

 

„ამ უმძიმეს დროს, ჩვენი კომპანიის ვალდებულებაა გვერდში დავუდგეთ ჩვენი მეზობელი და მეგობარი უკრაინის მოსახლეობას და დავეხმაროთ რითაც შეგვიძლია. პირველ რიგში ეს ეხება ჩვენი მომსახურების მიწოდებას მათთვის, ვისაც ეს ყველაზე მეტად სჭირდება და მეორე - ჰუმანიტარული, მათ შორის ფინანსური დახმარების გაწევა. სამწუხაროდ, ომის შედეგად მხოლოდ იმატებს უკრაინელების რიცხვი, ვისაც საკვებით, თავშესაფრითა და სამედიცინო დახმარებით მხარდაჭერა ესაჭიროება, ამდენად თითოეულ შემოწირულობას დღეს უდიდესი მნიშვნელობა აქვს. ყოველთვის ვიყავით და ვიქნებით უკრაინის გვერდში და ვუსურვებთ, რომ ომი მალე დასრულდეს“, განაცხადეს ბილაინში. 

 

###

 

 

შეკითხვებით მოგვმართეთ:

[email protected]

 

ბილაინის შესახებ

ბრენდი ბილაინი (მობილური ოპერატორი შპს „ვიონი საქართველო“) შედის კავშირგაბმულობისა და ინტერნეტით მომსახურების პროვაიდერ წამყვან საერთაშორისო  ჯგუფში „ვიონი“ (VEON) რომლის სათავო ოფისი ამსტერდამში მდებარეობს. VEON-ის აქციები განთავსებულია NASDAQ-ისა (აშშ) და Euronext Amsterdam-ის ბირჟებზე. VEON-ი მის 217 მილიონ მომხმარებელს, 9 სხვადასხვა ქვეყანაში, აწვდის ძირითად საკომუნიკაციო და ციფრულ მომსახურებას. ბილაინი ქართულ ბაზარზე ფუნქციონირებს 2007 წლიდან და სადღეისოდ მის 1.3 მილიონამდე მომხმარებელს უზრუნველყოფს 2G GSM 900/1800MHz, 3G 2100 MHz და 4G 800/1800 MHz მომსახურებით. მეტი ინფორმაციისთვის: www.beeline.ge; ინფორმაციისთვის „ვიონი“ ჯგუფის შესახებ: www.veon.com

კომენტარები

მსგავსი სიახლეები