თბილისში, თიბისის მხარდაჭერით, ბიზნეს ცენტრი “ახალ...
თბილისში, გიორგი სააკაძის მე-2 გასასვლელის #19-ში, თიბისის მხარდაჭერით, ბიზნეს ცენტრი „ახალი ატრიუმი“ შენდება. ბიზნეს ცენტრი 6 საოფისე და კომერციულ სართულზე ჯამში 11,100 კვ.მ. საო...
|
ლაშა ხუციშვილი „თეგეტა აკადემიის“ პროფესიული პროგრამის „ელექტრო და ელექტრონული სისტემების შეკეთება“ კურსდამთავრებულია. ის, 10 სტუდენტთან ერთად, პირველ ნაკადში მოხვდა და სწავლა ახლახან დაასრულა.
პროგრამა თეორიული და პრაქტიკული ნაწილისგან შედგება, ამას მოჰყვება სტაჟირება „თეგეტა ჰოლდინგში“. ლაშამ ყველა ეს საფეხური გაიარა და უკვე კომპანიის თანამშრომელია - ახლა სხვებს უზიარებს თავის გამოცდილებას. დაახლოებით, ერთი თვეა, „თეგეტაში“, პრაქტიკული საქმიანობის გარდა, ელექტრო და ელექტრონული სისტემების თემაზე ტრენინგებს ატარებს. სხვებისთვის ცოდნის გაზიარების შეთავაზება კომპანიისგან მიიღო. მარტივად დასთანხმდა, რადგან მიაჩნია, რომ პროგრამაზე მიღებული ცოდნით და უნარ-ჩვევებით, შეძლებს მის მსგავსად, ამ სფეროთი დაინტერესებულ ადამიანებს ეს საქმე შეასწავლოს.
„თეგეტა აკადემიაში“ პროფესიულ პროგრამაზე „ელექტრო და ელექტრონული სისტემების შეკეთება“, პირველი ნაკადი, 2020 წელს მიიღეს. პროგრამის მიზანია სატრანსპორტო სფეროსთვის მოამზადოს ელექტრონული სისტემების პროფესიონალი შემკეთებელი, რომელიც შეძლებს საკუთარი თავის რეალიზებას მსხვილ, საშუალო და მცირე კომპანიებში, ელექტრო და ელექტრონული სისტემების სერვისის მიმართულებით. როგორც „თეგეტაში“ ამბობენ, სწავლის პროცესში, სტუდენტები იღებენ ღრმა თეორიულ და პრაქტიკულ ცოდნას ამ თემასთან დაკავშირებულ თითოეულ საკითხზე.
ლაშას, სკოლის პერიოდიდან ტექნიკური საგნები, შემდეგ კი ტექნოლოგიები, უფრო მეტად პროგრამირება აინტერესებდა. ამ პროფესიული პროგრამის შესახებ სოციალური ქსელიდან შეიტყო.
„სწავლის პროცესი ძალიან მომეწონა. ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პრაქტიკული ცოდნა და გამოცდილება მივიღე. არა და, ამ საქმეში პრაქტიკას დიდი მნიშვნელობა აქვს, რადგან ბევრი ნიუანსი და დეტალია, რომელსაც მხოლოდ საქმის კეთების პროცესში ისწავლი“.
ამბობს, რომ ელექტრო და ელექტრონული სისტემის მიმართ ახლა კიდევ უფრო მეტი ინტერესი გაუჩნდა, ბევრს ფიქრობს ამ თემასთან დაკავშირებულ საკითხებზე. თუ ადრე პროგრამირებაზე სურდა სწავლა და შემდეგ ამ პროფესიით მუშაობა, ახლა ელექტრო და ელექტრონული სისტემები უფრო მეტად აინტერესებს.
„როგორც პროფესიონალი, ვცდილობ, საქმეში ჩემი ცოდნა გამოვიყენო, გავითვალისწინო, ის რაც აპრობირებული, სწორი და თან, ამავე დროს ინოვაციურია. ეს პროფესია ხომ ადამიანების შექმნილია? შესაბამისად, არსებობს უკვე აპრობირებული, გამოცდილი მეთოდები. მათი მიყოლა, ვფიქრობ, აუცილებელია ჩვენს პროფესიაში საქმის კარგად კეთებისთვის. თუმცა, ეს არ ნიშნავს, რომ სიახლეები არ ვეძიოთ, განსხვავებული არაფერი შევმატოთ“.
ლაშა ხუციშვილი ამბობს, რომ ამ საქმეში ძალიან მნიშვნელოვანია დიდი მოთმინების უნარი და მყარი ნერვები.
„რაც უფრო ღრმად ჩავიხედე ამ პროფესიაში, ნაკლებად დაძაბული ვარ, თავს უფრო და უფრო კომფორტულად ვგრძნობ“.
მისთვის ელექტრო და ელექტრონული სისტემების შეკეთების ათვისება რთული ნამდვილად არ აღმოჩნდა. ამბობს, რომ მთავარი ინტერესია და თუ ადამიანს ეს გააჩნია, ნებისმიერ საქმეს ისწავლის.
„ჩვენს პროფესიაში წარმატებისთვის მნიშვნელოვანია მოტივაცია, პრაქტიკული და რაღაც დონეზე, ტექნიკური აზროვნება. ასევე, მგონია, რომ მუდმივად თვითგანვითარებაზე უნდა ფიქრობდე, ახალ-ახალ ინფორმაციას იძიებდე და აანალიზებდე, შემდეგ კი მას პრაქტიკაში ნერგავდე. სიახლეების გაცნობა, ცოდნის მუდმივად განახლება გაქცევს პროფესიონალად. ამ საქმის კარგად ათვისებას ძალიან ბევრი შრომა და დიდი დრო სჭირდება. ამიტომ, არც დრო და არც ენერგია არ უნდა დავიშუროთ, თუ წარმატების მიღწევა გვსურს“.
თბილისში, გიორგი სააკაძის მე-2 გასასვლელის #19-ში, თიბისის მხარდაჭერით, ბიზნეს ცენტრი „ახალი ატრიუმი“ შენდება. ბიზნეს ცენტრი 6 საოფისე და კომერციულ სართულზე ჯამში 11,100 კვ.მ. საო...
12 ნოემბრიდან, თიბისი ბიზნესის მხარდაჭერით და აზროვნების აკადემიის ჩართულობით, სტრატეგიული ბრენდინგით დაინტერესებული პირებისთვის პოდკასტების სერია - “ალექსი ჩიქოვანის დიდი პოდკასტი” იწყებ...
ავტომობილის ერთადერთი დეტალი, რომელიც გზის ზედაპირს ეხება, საბურავია. შესაბამისად, უსაფრთხო გადაადგილებაში განსაკუთრებული როლი სწორედ მას ეკისრება. თუმცა ხშირად რეალობას უგულებელვყოფთ და ბიუჯეტს საკუ...
თიბისისთვის, როგორც ლიდერი ტექნოლოგიური კომპანიისთვის, ეჯაილ პროცესების მხარდაჭერა ძალიან მნიშვნელოვანია. ამის დასტურია ეჯაილ გილდიის შეხვედრები, რომლებიც ორგანიზაციაში ეჯაილ კულტურის განვითარებას, მ...
მოამზადე ავტომობილი ზამთრისთვის და შეამოწმე აკუმულატორი უფასოდ „თეგეტა მოტორსში“ ზამთრის სუსხიანი დღეების მოახლოებას ტემპერატურის მკვეთრი კლება ყოველდღიურად გვახსენებს. შესაბა...
Google-ის მიწვევით, თიბისის ტექნოლოგიური გუნდის - Open API-ის წევრები პარიზში გამართულ Apigee Summit 2024-ს დაესწრნენ, რომლის მთავარი თემა და დევიზი No AI without APIs იყო. სამიტს მსოფლიოს სხვა...
დღევანდელი არჩევნები საერთაშორისო მასშტაბით განხილვის მთავარი თემაა. მაკროეკონომიკური კუთხით, საყურადღებოა, რომ დონალდ ტრამპის გამარჯვება უფრო დოლარის გამყარების არგუმენტად მოიაზრება, რადგანაც უფრო მ...
ნოემბერი 2024 | ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
| ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
|
კომენტარები