0 2 : 1 5
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით DataFest Tbilisi-ის ონლაინ შეხვედრა „ღია ბანკინგი და უსაფრთხოება"გაიმართება

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, 17 ნოემბერს, 19:00 საათზე DataFest Tbilisi-ის ონლაინ შეხვედრა „ღია ბანკინგი და უსაფრთხოება" გაიმართება. ღონისძიების სპიკერები მიმოიხილავენ, თუ რას ნიშნავს ღია ბანკინგი, რა შესაძლებლობებს ქმნის ის ბიზნესისთვის და ფინტექ კომპანიებისთვის. ასევე, რა გამოწვევები ახლავს ღია ბანკინგს პერსონალურ და სხვა სახის მონაცემებთან დაკავშირებით.

ონლაინ შეხვედრას სპიკერები საქართველოს ბანკიდან, საქართველოს ეროვნული ბანკიდან და საქართველოს საბანკო ასოციაციიდან გაუძღვებიან. ღონისძიების სამუშაო ენა ქართულია. შეხვედრაზე დასწრება როგორც Zoom-ის, ასევე DataFest Tbilisi-ის Facebook-ის გვერდის Live-ის საშუალებითაა შესაძლებელი. Zoom-ში დასასწრებად საჭიროა წინასწარი რეგისტრაცია: https://bit.ly/3ngZFuD

„საქართველოს ბანკისა და DataFest Tbilisi-ის პარტნიორობა კვლავ გრძელდება. თანამშრომლობის ფარგლებში, არაერთი მასშტაბური ღონისძიება თუ საინტერესო შეხვედრა  ჩატარდა, სადაც სპიკერებს და დამსწრეებს უახლესი ტექნოლოგიური მიღწევების გაზიარების შესაძლებლობა ჰქონდათ. მომდევნო ონლაინ შეხვედრა აქტუალურ თემას - ღია ბანკინგს დაეთმობა. სპიკერები სიღრმისეულად მიმოიხილავენ, თუ რა უნდა იცოდნენ მომხმარებლებმა ღია ბანკინგის შესახებ, რა გამოწვევები ახლავს მას  პერსონალურ და სხვა სახის მონაცემებთან დაკავშირებით. ასევე, როგორ შეიძლება ამ გამოწვევებთან გამკლავება. საქართველოს ბანკი პირველი ფინანსური ორგანიზაციაა, რომელმაც საქართველოში ღია ბანკინგის დანერგვა დაიწყო. ჩვენ აქტიურად ვაგრძელებთ ამ მიმართულების განვითარებას და მეტი შესაძლებლობების შექმნას როგორც მომხმარებლისთვის, ასევე ფინტექ კომპანიებისთვის”, - განაცხადა საქართველოს ბანკის გენერალური დირექტორის მოადგილემ, ვახტანგ ბობოხიძემ.

ვრცლად სპიკერების შესახებ:

დავით პაპუაშვილი - საქართველოს ეროვნული ბანკის სპეციალიზებული რისკების დეპარტამენტის უფროსის მოადგილე. 2012-2019 წლებში, ხელმძღვანელობდა სებ-ის საოპერაციო რისკებისა და ინფორმაციის დამუშავების განყოფილებას. დანერგა ფინანსური სექტორის საოპერაციო რისკებისა და კიბერუსაფრთხოების მართვის ჩარჩოები საქართველოს ფინანსურ სექტორში.

ინგა ქარჩავა - საქართველოს საბანკო ასოციაციის ღია ბანკინგის პროექტის გუნდის წევრი, საბანკო ანალიტიკის მიმართულებით. სხვადასხვა ქართულ და საერთაშორისო ფინანსურ ინსტიტუტებში მენეჯერულ პოზიციებზე მუშაობის გამოცდილება. უკანასკნელი რამდენიმე წელი ხელმძღვანელობდა საბარათე გადახდების ცენტრში საოპერაციო საქმიანობისა და რისკების მართვის მიმართულებას.  მათ შორის მულტიფუნქციური გუნდების მართვას, საოპერაციო პროცედურების შემუშავებას, მონაცემთა უსაფრთხოების დაცვის საერთაშორისო სტანდარტების განხორციელებას და შესაბამისი უსაფრთხოების საერთაშორისო აუდიტების პროცესის მართვას.

გიორგი კინწურაშვილი -  საქართველოს ბანკის ციფრული საბანკო ეკოსისტემის სამსახურის ხელმძღვანელი. ინოვაციებისა და ტექნოლოგიების ინდუსტრიაში 10 წლიანი გამოცდილებით. გიორგი ღია ბანკინგის სფეროში ციფრული სერვისების განვითარებაზეა ორიენტირებული.

შეხვედრის პარტნიორები არიან გრანტ ტორტონი და next.on.ge.

 

 

 

 

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები