0 2 : 0 0
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

თიბისი კაპიტალის ყოველკვირეული განახლება მთავარი ეკონომისტისგან

თიბისი კაპიტალმა მთავარი ეკონომისტისგან განახლება გამოაქვეყნა. პუბლიკაციის თანახმად, წინა თვეში შემცირების შემდეგ, ფასების ზრდა თვიურ ჭრილშიც აჩქარდა და სეზონურად შესწორებული გაწლიურებული

 მაჩვენებელი, წლიური ინფლაციის მსგავსად, 12.8% იყო. აღსანიშნავია, რომ თვის განმავლობაში მსოფლიო ბაზრებზე ბენზინის,

 ხორბლისა და ბუნებრივი აირის ფასებმა  2014 წლის შემდეგ, უმაღლეს ნიშნულს მიაღწია. ამასთან, რუსეთის მიერ ხორბალზე გაზრდილმა საბაჟო გადასახადმა ინფლაციური

 წნეხი გააძლიერა.  პროდუქტების ჭრილში, თვიურ ინფლაციაში მთავარი წვლილი პურზე, ბოსტნეულსა და ზეთზე მოდიოდა. რაც 

შეეხება ფასების სხვა ინდექსებს, ბოლო ხელმისაწვდომი მონაცემების მიხედვით, სექტემბერში მათი დინამიკა არაერთგვაროვანი იყო.

 

მთლიანობაში, აღნიშნული ფაქტორებისა და რეგიონებში ბიზნესისათვის გაზის ტარიფის მოსალოდნელი ზრდის გათვალიწინებით, 2021 წლის ბოლოსთვის თიბისი კაპიტალმა საკუთარ პროგნოზს ზრდის მიმართულებით გადახედა და დეკემბერში ფასების დაახლოებით 14.5%-ით მატებას ვარაუდობს. ამასთან, 2022 წლისთვის საბაზო სცენარი კვლავ სამიზნესთან ახლო ინფლაციას ითვალისწინებს.

 

მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის პროგნოზს თიბისი კაპიტალი უცვლელად ინარჩუნებს, ვინაიდან ინფლაციაზე ყველაზე ძლიერად მოქმედი ფაქტორი ლარია და იმ დაშვებით, რომ მსოფლიო

 ბაზრებზე სასაქონლო პროდუქტების მორიგი „სუპერციკლი“ 2022 წელს არ დაფიქსირდება, სტაბილური ლარის პირობებში ცალკეული პროდუქტების ფასების ზრდა ჯამურად მაღალ ინფლაციას ვერ

 გამოიწვევს. ასევე საყურადღებოა, რომ ლარის გრძელვადიანი განაკვეთები მოკლევადიანზე ნაკლებია, რაც ბაზრის მონაწილეების მიერ

 რეფინანსირების განაკვეთის ასევე შემცირების მოლოდინებს ასახავს. თიბისი კაპიტალის პროგნოზის მიხედვით, გამკაცრებული მონეტარული პოლიტიკის შერბილება 2022 წლის მე-2 კვარტალში უნდა დაიწყოს.

 

ოქტომბერში არარეზიდენტების მფლობელობაში არსებული ლარის სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების ოდენობა 21.5%-ით ან 113.1 მილიონი ლარით შემცირდა. სავარაუდოდ, ამის ძირითადი მიზეზი არჩევნების შემდგომი გაუფასურების მოლოდინები და

 აშშ-ის 10 წლიან ფასიან ქაღალდებზე განაკვეთის ზრდა იყო,  რადგან, ისტორიულად, ლარის საპროცენტო განაკვეთის მიუხედავად, სწორედ

 აშშ-ის 10 წლიანი ფასიანი ქაღალდების განაკვეთი უფრო მნიშვნელოვანი განმსაზღვრელი ფაქტორია.

 

თიბისის მთავარი ეკონომისტის 8 ნოემბრის განახლებას შეგიძლიათ გაეცნოთ ვებ-გვერდზე

კომენტარები

მსგავსი სიახლეები