0 2 : 3 6
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით რიგით მესამე წიგნის ფლიმარკეტი გაიმართება

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით 18-19 სექტემბერს,  დედაენის ბაღში, „თბილისი - წიგნის მსოფლიო დედაქალაქის“ მესამე წიგნის ფლიმარკეტი გაიმართება. ამჯერად, ფლიმარკეტის თემა, ახალი სასწავლო წლის დაწყებაა.

 

კერძო პირების, ბუკინისტებისა და წიგნის მაღაზიების მიერ ფასდაკლებით გამოტანილი ახალი თუ მეორეული წიგნების გარდა, ფლიმარკეტის სტუმრებს დახვდებათ სასკოლო თუ საუნივერსიტეტო სახელმძღვანელოები და საკანცელარიო ინვენტარი. ასევე, ხელნაკეთი ნივთები, სუვენირები, სამაგიდო თამაშები და სხვა.

 

განსაკუთრებული გასართობი ელით სამაგიდო თამაშების მოყვარულებს. ორი დღის განმავლობაში ფლიმარკეტზე მისულ სტუმრებს წიბახას, თელავისა და ქუთაისის კლუბები მათ საინტერესო და თავბრუდამხვევ აქტივობებს შესთავაზებენ.

 

ფლიმარკეტის ტერიტორიაზე "საქართველოს ბანკის" მიერ მოწყობილი ზონები განთავსდება, სადაც მისულ სტუმრებს  განტვირთვის, კითხვისა და დასვენების შესაძლებლობა ექნებათ.

 

ფლიმარკეტი კოვიდრეგულაციების სრული დაცვით, ღია ცის ქვეშ ჩატარდება. წიგნებისა თუ სხვა ნივთების გაყიდვის მსურველებმა წინასწარი რეგისტრაცია უნდა გაიარონ.

 

ინფორმაციისთვის, იუნესკოს პროექტი „თბილისი - წიგნის მსოფლიო დედაქალაქი“, თბილისის მერიის ინიციატივითა და "საქართველოს ბანკის" მხარდაჭერით ხორციელდება. World Book Capital (წიგნის მსოფლიო დედაქალაქი) ფართომასშტაბიანი პროექტია, რომელიც 2001 წელს, UNESCO-ს გენერალური კონფერენციის გადაწყვეტილებით დაარსდა. პროექტი მიზნად ისახავს წიგნისა და კითხვის პოპულარიზაციას, ხელს უწყობს წიგნის ინდუსტრიისა და მასთან დაკავშირებული ყველა სფეროს განვითარებას, თანამედროვე ავტორების, მთარგმნელების, ბიბლიოთეკების, გამომცემლების ხელშეწყობას. 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები