0 3 : 1 0
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

საქართველოს ბანკისა და MasterCard-ის cashback-ის განახლებული პირობა ბიზნესს

საქართველოს ბანკი ბიზნესის მხარდასაჭერად მათ საჭიროებებზე მორგებული სიახლეების დანერგვას განაგრძობს. ამჯერად ბანკი MasterCard-თან ერთად ბიზნესებს ციფრულ ბიზნესბარათზე cashback-ის გაუმჯობესებულ პირობას სთავაზობს. რაც გულისხმობს იმას, რომ ივლისსა და აგვისტროს თვეში ციფრული ბიზნესბარათით განხორციელებულ გადახდებზე ბიზნესი გადახდილი თანხის 20%-ს ქეშბექის სახით, ციფრულ ბარათზევე დაიბრუნებს. განახლებული პირობით ბიზნესს თვეში 400 ლარის დაბრუნების შესაძლებლობა აქვს. დაანგარიშება მოხდება თვის ბოლოს. ანაზღაურება კი განხორციელდება 5 სამუშაო დღის განმავლობაში. შეთავაზება უკვე ძალაშია და ის 31 აგვისტოს დასრულდება. ამ დროის განმავლობაში ბიზნესს ექნება შესაძლებლობა, cashback-ის სახით დაბრუნებული თანხა ისევ საკუთარი საქმიანობის განვითარებას მოახმაროს.
ციფრულ ბიზნესბარათის მეშვეობით კიდევ უფრო მარტივი ხდება ოპერაციების განხორციელება. ბარათის შეკვეთა და გააქტიურება კი ბიზნეს ინტერნეტბანკის საშუალებით, მომენტალურადაა შესაძლებელი.
აღნიშნული ბარათით მომხმარებელი როგორც ბანკომატებით, ისე სავაჭრო ობიექტებში არსებული POS ტერმინალებით ისარგებლებს. გარდა ამისა, მისი გამოყენებით შესაძლებელია ონლაინ ანგარიშსწორებაც. ციფრული ბიზნეს ბარათის Apple Pay-სა და TSKAPP აპლიკაციებში დამატებით ისეთ ოპერაციებს განახორციელებთ, როგორიცაა: თანხის განაღდება, ჩარიცხვა/გადარიცხვა, შეტანა და კონვერტაცია უკეთესი კურსით.
აღსანიშნავია რომ, ბანკის გადაწყვეტილებით, 31 აგვისტოს ჩათვლით ციფრული ბარათის აღება სრულიად უფასოა. ისევე, როგორც მისი მოხმარება ბარათის ვადის გასვლამდე. ციფრული ბარათის შეკვეთა შესაძლებელია ბიზნეს ინტერნეტბანკში.
დამატებითი ინფორმაციისთვის გთხოვთ, ეწვიოთ ბმულს: https://bit.ly/3yOiMQx

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები