1 4 : 3 4
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

"სახლში მეუღლე მყავდეს და სააბაზანოში ჩაკეტილი , მოშვებული ონკანის ჩხრიალში ჩუმად სხვა ქალს ველაპარაკო ტელეფონით ?" - მომღერალი დათო გომართელი ცოლს გაშორდა

მომღერალი დათო გომართელი ცოლს გაშორდა. "სარკესთან" ინტერვიუში ის ვრცლად და გულწრფელად  საუბრობს თავის პირად ცხოვრებაზე


"არ მიყვარს ტყუილი , არ ვარ ის ადამიანი , ვინც ან თვითონ იცხოვრებს ტყუილში , ან სხვას აცხოვრებს. არც ის შემიძლია , სახლში მეუღლე მყავდეს და სააბაზანოში ჩაკეტილი , მოშვებული ონკანის ჩხრიალში ჩუმად სხვა ქალს ველაპარაკო ტელეფონით და მესიჯები ვაგზავნო. რადგან დამთავრდა ერთი სიყვარული და დაიწყო მეორე, გადავწყვიტე ყველაფრისთვის თავისი სახელი დამერქმია".

მისივე თქმით, მან ორმაგი პასუხისმგებლობა აიღო როგორც ძველი ოჯახის , ისე ცხოვრების ახალი თანამგზავრზე.

"დაშასთან არცერთი წუთითაც არ გამიწყვეტია ურთიერთობა. ყოველდღიური შეხვედრები გვაქვს. სკოლიდან მე გამომყავს, ცურვაზე დამყავს, ერთად ვსეირნობთ. კაცი უნდა ეცადო მსგავს სიტუაციაში შვილს შენი სითბო და ყურადღება არ მოაკლო. ყველანაირად ვცდილობ ეს ახალი ეტაპი გარშემომყოფი ადამიანებისთვის ნაკლებად მტკივნეული იყოს , ცხოვრება მოულოდნელობებით არის სავსე, მაგრამ, როცა სიყვარულია, ყოველთვის საინტერესოა"

კომენტარები

მსგავსი სიახლეები