თბილისში, თიბისის მხარდაჭერით, ბიზნეს ცენტრი “ახალ...
თბილისში, გიორგი სააკაძის მე-2 გასასვლელის #19-ში, თიბისის მხარდაჭერით, ბიზნეს ცენტრი „ახალი ატრიუმი“ შენდება. ბიზნეს ცენტრი 6 საოფისე და კომერციულ სართულზე ჯამში 11,100 კვ.მ. საო...
|
„თეგეტა“ სამუშაოს მაძიებლებისთვის ახალი შესაძლებლობების კარს ხსნის. ჰოლდინგი, თავის შვილობილ კომპანია „თეგეტა აკადემიასთან“ ერთად, ნებისმიერ მსურველს აძლევს შანსს, შეიძინოს ახალი პროფესია და დასაქმდეს კომპანიაში, რომლის საქმიანობა ავტოსფეროში 26 წელს ითვლის.
დასაქმების პროექტი „დაიწყე კარიერა თეგეტაში“ რამდენიმე ეტაპს მოიცავს:
პირველი თეორიული კურსია, რის შემდეგაც აპლიკანტები „თეგეტას“ გამოცდილ სპეციალისტებთან გაივლიან სტაჟირებას. საბოლოოდ კი წარმატებული კანდიდატები კომპანიის გაყიდვების ობიექტებსა და სერვისცენტრებში დასაქმდებიან - კონსულტანტის, სექტორის მენეჯერისა და პერსონალური მენეჯერის პოზიციებზე.
სასწავლო პროცესი თვე-ნახევრის განმავლობაში „თეგეტა აკადემიის“ ბაზაზე წარიმართება. კურსი ავტომობილის ზოგადი აგებულების შესახებ სრულად ფინანსდება „თეგეტა ჰოლდინგის“ მიერ. დაინტერესებულ პირს მხოლოდ განაცხადის შევსება მოეთხოვება. აპლიკაციების მიღება უკვე დაწყებულია.
ნინო ოხანაშვილი, „თეგეტა ჰოლდინგის“ აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე ადამიანური კაპიტალის მართვისა და ორგანიზაციული განვითარების მიმართულებით, „თეგეტა აკადემიის დირექტორი“: „თეგეტა ჰოლდინგის“, როგორც პასუხისმგებლობიანი კომპანიის მიდგომაა, რომ ქვეყანაში პროფესიული განათლების პოპულარიზაციას შეუწყოს ხელი, რაც მეტ დასაქმებულსა და მეტ კვალიფიციურ კადრს ნიშნავს ავტოინდუსტრიაში. ამ მიზნით საქმიანობს „თეგეტა აკადემია“, სადაც ველოდებით ყველას, ვისაც ავტოსფერო აინტერესებს. ჩვენამდე მოსასვლელად წინასწარი ცოდნა ან გამოცდილება საჭირო არ არის. ჩვენი შეთავაზების უნიკალურობაც ესაა - დაინტერესებული პირები იღებენ საჭირო განათლებას, ასევე გამოცდილი ტრენერების დახმარებით იძენენ შესაბამის უნარ-ჩვევებს და შემდეგ ჩვენი კომპანიის სხვადასხვა სერვისცენტრში საქმდებიან“.
თეორიულ კურსზე განაცხადების მიღების ვადა 10 ივნისს იწურება. პროექტის მონაწილეები შეიძენენ საბაზისო ცოდნას ავტომობილის აგებულების შესახებ, შეისწავლიან კომპანიის პროდუქტებსა და შიდა პროგრამებს. კურსის ბოლოს სტუდენტები ერთჯერად სტიპენდიას მიიღებენ, რომლის ოდენობაც მათი რეიტინგის მიხედვით განისაზღვრება. საბოლოო ეტაპი კი დასაქმებაა, წარმატებული მონაწილეები „თეგეტას“ გუნდს შეუერთდებიან და დასაქმდებიან თბილისის ფილიალებში, როგორც სატვირთო და მსუბუქი ავტომობილების, ისე სპეციალური დანიშნულების ტექნიკის მიმართულებით.
-----------
„თეგეტა ჰოლდინგის“ შესახებ: უმსხვილესი საავტომობილო კომპანია კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში მომხმარებელს საავტომობილო ეკოსისტემის სრულ სპექტრს სთავაზობს, რაც მსუბუქ, სატვირთო და სამშენებლო, ასევე კომერციულ, სამგზავრო და ინდუსტრიულ ტრანსპორტს მოიცავს. მთელი ქვეყნის მასშტაბით „თეგეტას“ 29 სერვისცენტრი აქვს, ხოლო საერთაშორისო ვაჭრობას ჰოლდინგი ოთხ კონტინენტზე ახორციელებს. „თეგეტა“ ექსკლუზიურად წარმოადგენს ცნობილ ბრენდებს: Porsche, Volvo, Toyota, Mazda. სატვირთო და სპეცტექნიკის მიმართულებით ჰოლდინგის პარტნიორები არიან ისეთი დიდი ბრენდები, როგორებიცაა: MAN, JCB, HINO და სხვები. „თეგეტა“ მსოფლიოს 300-ზე მეტი წამყვანი საავტომობილო ბრენდის უმსხვილესი იმპორტიორია საქართველოში. „თეგეტა ჰოლდინგი“, 2500-მდე თანამშრომლით, დღეს საქართველოში ერთ-ერთი უმსხვილესი დამსაქმებელია.
თბილისში, გიორგი სააკაძის მე-2 გასასვლელის #19-ში, თიბისის მხარდაჭერით, ბიზნეს ცენტრი „ახალი ატრიუმი“ შენდება. ბიზნეს ცენტრი 6 საოფისე და კომერციულ სართულზე ჯამში 11,100 კვ.მ. საო...
12 ნოემბრიდან, თიბისი ბიზნესის მხარდაჭერით და აზროვნების აკადემიის ჩართულობით, სტრატეგიული ბრენდინგით დაინტერესებული პირებისთვის პოდკასტების სერია - “ალექსი ჩიქოვანის დიდი პოდკასტი” იწყებ...
ავტომობილის ერთადერთი დეტალი, რომელიც გზის ზედაპირს ეხება, საბურავია. შესაბამისად, უსაფრთხო გადაადგილებაში განსაკუთრებული როლი სწორედ მას ეკისრება. თუმცა ხშირად რეალობას უგულებელვყოფთ და ბიუჯეტს საკუ...
თიბისისთვის, როგორც ლიდერი ტექნოლოგიური კომპანიისთვის, ეჯაილ პროცესების მხარდაჭერა ძალიან მნიშვნელოვანია. ამის დასტურია ეჯაილ გილდიის შეხვედრები, რომლებიც ორგანიზაციაში ეჯაილ კულტურის განვითარებას, მ...
მოამზადე ავტომობილი ზამთრისთვის და შეამოწმე აკუმულატორი უფასოდ „თეგეტა მოტორსში“ ზამთრის სუსხიანი დღეების მოახლოებას ტემპერატურის მკვეთრი კლება ყოველდღიურად გვახსენებს. შესაბა...
Google-ის მიწვევით, თიბისის ტექნოლოგიური გუნდის - Open API-ის წევრები პარიზში გამართულ Apigee Summit 2024-ს დაესწრნენ, რომლის მთავარი თემა და დევიზი No AI without APIs იყო. სამიტს მსოფლიოს სხვა...
დღევანდელი არჩევნები საერთაშორისო მასშტაბით განხილვის მთავარი თემაა. მაკროეკონომიკური კუთხით, საყურადღებოა, რომ დონალდ ტრამპის გამარჯვება უფრო დოლარის გამყარების არგუმენტად მოიაზრება, რადგანაც უფრო მ...
კომენტარები