1 8 : 0 0
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

Mastercard-ით გადახდისას ბილაინის აბონენტებს თანხის 50% დაუბრუნდებათ

საერთაშორისო ჯგუფ „ვიონის“ წევრი, ბილაინი აგრძელებს აბონენტებისთვის მრავალფეროვანი პროდუქტებისა და შესაძლებლობების შექმნას. ამჯერად კომპანია Mastercard-ის პარტნიორი გახდა და მასთან ერთად მომხმარებელს უნიკალური შეთავაზება წარუდგინა. თანამშრომლობის ფარგლებში, 2021 წლის 7 დეკემბრიდან 2022 წლის 14 იანვრის ჩათვლით, MyBeeline App-ის მომხმარებლები, აპლიკაციაში Mastercard-ით გადახდისას თანხის 50%-ს უკან, საბანკო ბარათზე დაიბრუნებენ.

 

შეთავაზებით სარგებლობა შეუძლიათ ბილაინის აბონენტებს, რომლებიც სარგებლობენ MyBeeline App-ით და Mastercard-ის ქართული ბარათით. გადახდილი თანხის 50%-ის დასაბრუნებლად, საჭიროა ბარათი დამახსოვრებული იყოს აპლიკაციაში და მისი მეშვეობით მოხდეს ბილაინის ნებისმიერი პაკეტის შეძენა თუ ბალანსის შევსება. აღსანიშნავია, რომ აქციის ფარგლებში, თანხის დაბრუნება, ანუ ქეშბექი მოქმედებს ბალანსის ყოველი შევსებისას ან მომსახურების ყოველი აქტივაციისას - ჯამურად მინიმუმ ₾ 1, ხოლო მაქსიმუმ ₾ 500   დახარჯვის შემთხვევაში. გადახდილი თანხის 50%-ის დაბრუნება ბარათზე, ტრანზაქციის განხორციელებიდან 12 საათის განმავლობაში მოხდება.

 

ბილაინის მიზანია მომხმარებლისთვის შექმნას დამატებითი ღირებულება და შესთავაზოს სარგებლიანი მომსახურებები. კომპანია სწრაფად ავითარებს ციფრულ ეკოსისტემას  და აბონენტებს  სთავაზობს თანამედროვე, ინოვაციურ ციფრულ პროდუქტებს, რომლებიც მორგებულია მათ კომფორტსა და ინტერესებზე.

 

 

 

###

 

 

შეკითხვებით მოგვმართეთ:

[email protected]

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები