1 7 : 4 9
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

„აჭარაბეთის’’ საპატიო ელჩი ლაშა შავდათუაშვილი აბუ დაბის გრანდ სლემზე იასპარეზებს

„აჭარაბეთის“ საპატიო ელჩი ლაშა შავდათუაშვილი დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში პირველი ძიუდოისტი გახდა, რომელიც ოლიმპიადის, ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონია.

 

არაბეთის გაერთიანებულ საამიროების დედაქალაქ აბუ დაბიში 26-28 ნოემბერს ძიუდოს გრანდ სლემი გაიმართება, რომელშიც მონაწილეობას მხოლოდ ერთი ქართველი - ლაშა შავდათუაშვილი მიიღებს. 

 

ლაშა წონაში პირველ ნომრად არის განთესილი და სასტარტო წრეში დაისვენებს, მერვედფინალში კი მოლდოველ ადილ ოსმანოვსა და სწორედ საამიროების წარმომადგენელ საიდ ალ ნაქბის გაეჯიბრება.

 

შეგახსენებთ, რომ 29 წლის ქართველი ძიუდოისტისთვის 2021 წელი ძალიან წარმატებული გამოდგა. მან მსოფლიოს ჩემპიონატზე ოქროს მედალი მოიპოვა, ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე კი ვერცხლის მფლობელი გახდა. ამდენად, შავდათუაშვილს კარგი შანსი აქვს, წელი კიდევ ერთი ტიტულით დაასრულოს.

 

მოახლოებულ შეჯიბრში 41 ქვეყნის წარმომადგენელი 225 ძიუდოისტი (137 კაცი+88 ქალი) ჩაებმება. გრანდ სლემი სამ დღეს გასტანს, შავდათუაშვილს კი ტატამზე შაბათს, 27 ნოემბერს ვიხილავთ. ფინალური ბლოკი ყოველდღიურად თბილისის დროით 17:00 საათზე დაიწყება.

 

კომპანია “აჭარაბეთისთვის” მნიშვნელოვანი მიმართულებაა სწორედ ქართველი სპორტსმენების მხარდაჭერა. კომპანია მუდმივად ცდილობს გაზარდოს ქართველი სპორტსმენების ცნობადობა, მისცეს მათ შესაძლებლობა გამოავლინონ საკუთარი პოტენციალის მაქსიმუმი და იასპარეზონ მნიშვნელოვან შეჯიბრებსა თუ ტურნირებში.

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები