1 7 : 4 7
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

Toyota bZ4X-ის მსოფლიო პრემიერა

 

ტოიოტა მომხმარებელს ახალი სერიის პირველ მოდელს - ნულს მიღმა (bZ) აკუმულატორიან ელექტრო ავტომობილს (BEV) - bZ4X-ს წარუდგენს.  

bZ4X არის პირველი მოდელი, რომელიც ტოიოტამ სრულად ელექტრო ავტომობილის სახით შექმნა. ავტომობილი კომპანიის ახალ, BEV-ის სპეციალურ პლატფორმაზე აიწყობა. ახალი პლატფორმის გამოყენებას ტოიოტა bZ მოდელების მასშტაბური წარმოებისთვის გეგმავს.   

ახალ ელექტრომობილში აკუმულატორის ბლოკი, როგორც შასის შემადგენელი ნაწილი, ავტომობილის იატაკის ქვეშ არის ჩამონტაჟებული. სიმძიმის დაბალი ცენტრი, წონის ბალანსი და კორპუსის მაღალი სიმტკიცე ქმნის ფუნდამენტურ საფუძველს ავტომობილის უსაფრთხოების, მართვისა და მანევრირებისათვის.  

 

bZ4X არის ფართო, კომფორტული ყველა წამყვანთვლიანი SUV, რომელიც უზრუნველყოფს კლასის ოფ-როუდ გამავლობას. ავტომობილის დახვეწილი და ძლიერი ექსტერიერის დიზაინი სრულად ასახავს მის ხარისხსა და სტატუსს.

ავტომობილის თვლების განლაგების ახალი სისტემა ქმნის ხუთადგილიანი სალონის კომფორტულ წყობას და დიდ ტვირთამწეობას.

bZ4X-ის კვების წყაროს შესაქმნელად, ტოიოტამ ელექტროფიცირებული ავტომობილის აკუმულატორების ტექნოლოგიის თითქმის 25-წლიანი გამოცდილება გამოიყენა და ლითიუმ-იონის ბლოკისთვის მსოფლიოში წამყვანი ხარისხი, გამძლეობა და საიმედოობა შექმნა. ახალი ტექნოლოგიებით შექმნილი აკუმულატორი, 10 წლიანი მართვის პირობებშიც კი სავარაუდოდ თავისი ორიგინალი მახასიათებლების 90%-ით იმუშავებს.  

  

სრულად დამუხტული აკუმულატორით შესაძლებელი იქნება 450 კმ-ზე მეტი მანძილის გავლა. bZ4X აღჭურვილი იქნება მოწინავე ტექნოლოგიური ფუნქციებით, მათ შორის მზის პანელის ჭერით, რომლითაც მართვისა და გაჩერების დროს, აკუმულატორების დამუხტვა მოხდება. ავტომობილი მესამე თაობის Toyota Safety Sense-ის ახალი და გაუმჯობესებული აქტიური უსაფრთხოებისა და მძღოლის დახმარების სისტემებით იქნება აღჭურვილი.   

bZ4X-ის ევროპული პრემიერა 2 დეკემბერს შედგება.

ტოიოტას უახლესი მოდელის ნახვას ქართველი მომხმარებელი „ტოიოტა ცენტრი თეგეტას“ და „ტიოტა ცენტრი ბათუმის“ შოურუმებში სავარაუდოდ უახლოეს მომავალში შეძლებს.

 

 

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები