1 7 : 5 3
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

თიბისი კაპიტალის ყოველკვირეული განახლება მთავარი ეკონომისტისგან

თიბისი კაპიტალმა მთავარი ეკონომისტისგან განახლება გამოაქვეყნა. პუბლიკაციის თანახმად, გასულ კვირას გამოსული ეკონომიკური მაჩვენებლები ურთიერთსაწინააღმდეგო დასკვნების გაკეთების საშუალებას იძლეოდა.

 ერთი მხრივ, ოქტომბრის სავალუტო შემოდინებები ძლიერი იყო, რაც მაღალ ზრდაზე მიუთითებს. ამასთან, იმპორტი და

 დაკრედიტება უფრო ზომიერი აღმოჩნდა. მართალია, იმპორტის დინამიკაზე რე-ექსპორტისათვის განკუთვნილი მანქანების იმპორტმა მოახდინა ძირითადი ზეგავლენა, თუმცა როგორც ჩანს, მარაგების შევსების

 ტემპმაც შედარებით იკლო. დასაქმების მხრივ, მე-3 კვარტლის უმუშევრობის მაჩვენებელის მატება სამუშაოს მაძიებელთა

რაოდენობის ზრდამ განაპირობა, რადგანაც სამუშაო ადგილების რაოდენობა გაიზარდა. მთლიანობაში, განახლებული მაჩვენებლები

 2021 წელს კვლავ 10%-ზე უფრო მაღალ ეკონომიკურ ზრდაზე მიუთითებს.

 

ლარის მხრივ, დასკვნები ასევე ურთიერთსაწინააღმდეგო იყო. წმინდა შემოდინებების შეფასებული მაჩვენებელი, წინა თვესთან

 შედარებით, მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა. ამასთან, უცხოური ვალუტიდან ლარში კონვერტაციის ნიშნები ნოემბრის განახლებული

 დღიური მონაცემებიდან კვლავ შეიმჩნევა. ასევე, ოქტომბრის ექსპორტის, იმპორტისა და მწარმოებელთა ფასების ინდექსები

აყურადღებოდ გაიზარდა, რაც თიბისი კაპიტალის მოლოდინებთან შედარებით, სამომხმარებლო ფასების უფრო მაღალ ზრდაზე შეიძლება მიუთითებდეს. ეს კი,

 მოკლევადიან პერიოდში ლარის გაუფასურების აპეტიტს კიდევ უფრო ამცირებს. ამასთან, იმავე ლოგიკით, ამერიკაში

 მოსალოდნელზე უფრო მაღალმა ინფლაციამ დოლარის გამყარება გამოიწვია.

 

დამატებით, თურქულმა ლირამ გაუფასურების ახალი ანტირეკორდი დაამყარა. თიბისი კაპიტალი ინარჩუნებს შეფასებას, რომ ლარი არ არის აუცილებელი გაყვეს ლირას, თუმცა ლარის ძირითად სავაჭრო პარტნიორებთან

 გაცვლითი კურსის მხრივ, წინა შეფასება იმდენად ძლიერი აღარ არის. შესაბამისად, მიუხედავად წინა კვირაში ლარის დოლართან გამყარებისა,

თიბისი კაპიტალი არ გამორიცხავს საპირისპირო მიმართულებით კორექციას, თუმცა - არაუმეტეს რამდენიმე პროცენტისა. ამ მხრივ, ასევე საყურადღებოა საერთაშორისო მასშტაბით და საქართველოში ინფიცირებისა და

 ჰოსპიტალიზაციის მზარდი მაჩვენებლები.

 

 

თიბისის  მთავარი ეკონომისტის 22 ნოემბრის განახლებას შეგიძლიათ გაეცნოთ ვებ-გვერდზე

კომენტარები

მსგავსი სიახლეები