1 7 : 3 1
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

საქართველოს ელჩი თურქეთში მყოფ მოქალაქეებს აფრთხილებს

თურქეთის რესპუბლიკაში მყოფი საქართველოს მოქალაქეების საყურადღებოდ, საქართველოს ელჩი გიორგი ჯანჯღავა ინფორმაციას ავრცელებს.

როგორც Facebook-ზე წერს​, კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, მიმდინარე წლის 22 აპრილიდან 26 აპრილის ჩათვლით, მოქალაქეებს ქუჩაში გასვლა ქვეყნის 31 ქალაქში ეკრძალებათ.

„კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, მიმდინარე წლის 22 აპრილის 00:00 საათიდან 26 აპრილის 00:00 საათამდე მოქალაქეებს ქუჩაში გასვლა ეკრძალებათ თურქეთის შემდეგ ქალაქებში: ადანა, ანკარა, ანტალია, აიდინი, ბალიქესირი, ბურსა, დენიზლი, დიარბაქირი, ერზერუმი, ესქიშეჰირი, გაზიანთეფი, ჰათაი, სტამბოლი, იზმირი, ქაჰრამანმარაში, კაისერი, ქოჯაელი, კონია, მალათია, მანისა, მარდინი, მერსინი, მუღლა, ორდუ, საქარია, სამსუნი, შანლიურფა, თექირდაღი, ტრაპიზონი, ვანი და ზონგულდაქი.

ზემოაღნიშნული წესის დამრღვევი პირი დაჯარიმდება.

კითხვების არსებობის შემთხვევაში, გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ ცხელ ხაზზე:

1. ქ. ანკარაში საქართველოს საელჩოს ცხელი ხაზი: +90 533 690 30 40+90 5392208280

2. ქ. სტამბოლში საქართველოს გენერალური საკონსულოს ცხელი ხაზი: +90 541 818 44 00

3. ქ. ტრაპიზონში საქართველოს გენერალური საკონსულოს ცხელი ხაზი: +90 541 326 22 26

4. ქ. იზმირში საქართველოს საპატიო კონსულის ოფისი: +90 530 280 45 08“,- წერს გიორგი ჯანჯღავა.

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები