1 0 : 2 4
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

ჟურნალისტმა თავი შვილებთან ერთად მოიკლა

ჩამოტვირთვა

ბელორუსის ერთ-ერთი საინფორმაციო სააგენტო "ბელტას" ჟურნალისტი მე-9 სართულის აივნიდან 2 და 7 წლის შვილებთან ერთად გადახტა. 32 წლის ქალისა და მისი ვაჟების ცხედრები მრავალსართულიანი კორპუსის ეზოში იპოვეს. პირველადი ვერსიით, ქალი თვითმკვლელობამდე მშობიარობის შემდგომმა დეპრესიამ მიიყვანა. ის დეკრეტულ შვებულებაში იმყოფებოდა. გამოძიება ინციდენტის მთავარ ვერსიად თვითმკვლელობას ასახელებს. შემთხვევაზე აღძრულია სისხლის სამართლის საქმე მცირეწლოვნების შეგნებულად მკვლელობის მუხლით. შემთხვევის ადგილზე გამომძიებლები მუშაობენ. დაღუპულის ბინიდან ამოიღეს ყველა საჭირო ინფორმაცია. სამართალდამცავები ვარაუდობენ,რომ ქალს ფსიქიკური აშლილობა ქონდა, მათივე ინფორმაციით, მისი პირადი გვერდი სოციალურ ქსელში გადავსებულია ფობიებთან და ნევროზთან ბრძოლის შესახებ აუდიო სემინარებით.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები