1 8 : 0 2
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

უკრაინელმა ჟურნალისტმა საქართველოზე წიგნი დაწერა

ჩამოტვირთვა

თბილისი, თიანეთი, ლომისა, ბათუმი, ფოთი, სვანეთი – ეს იმ მარშრუტის არასრული ჩამონათვალია, რომელიც უკრაინელმა ჟურნალისტმა და მოგზაურმა ალექსეი ბობროვინკოვმა ველოსიპედით შემოიარა. საქართველოთი თურმე პირველად კიევში, ალექსანდრ დიუმას ცნობილი „კავკასიის“ წაკითხვის შემდეგ მოიხიბლა, გადაწყვეტილებაც მაშინვე მიიღო: საქართველოში წამოვიდა, რათა ეს ქვეყანა საკუთარი თვალით ენახა. ამბობს, რომ ნანახმა მოლოდინს გადააჭარბა და თავისდაუნებურად საქართველოზე წიგნის წერა დაიყო. დღეს უკვე საქართველოს თითქმის ყველა კუთხე შემოვლილი აქვს, რამდენადაც ტრადიციები და ქვეყნის ისტორია აქ ჩამოსვლამდე შესწავლილი ქონდა, თანამედროვეობასთან სინთეზს კარგად გრძნობს, ამბობს, რომ ეს, ის შემთხვევაა, როდესაც კულტურას დროის კატაკლიზმამ ვერაფერი დააკლო. ჩვენი სიუჟეტის გმირი ამჯერად წიგნს თბილისზე წერს, ძველთბილისურმა კოლორიტმა ძალიან მოხიბლა. ტრადიცია, ეგზოტიკა, ესტეტიკა, თანამედროვეობა – დღეს დარწმუნებულია, რომ ამ ნაზავით, შესაბამისად კი საქართველოთი არასოდეს განიხიბლება. ჩვენმა რესპოდენტმა გაგვიმხილა, რომ რამდენიმე წიგნის დაწერასა და სერიოზული პროექტის განხორციელებას აპირებს. „აიტვის“ მაყურებელს ალექსეის მოკლედ გავაცნობთ: ალექსეი ბობრონიკოვი რამდენიმე დოკუმენტური ფილმის რეჟისორია, მათ შორის გადაღებული აქვს დოკუმენტური ფილმი ქართველ მომღერალზე ბუბა კიკაბიძეზე, როგორც ჟურნალისტს მოსკოვში ჟურნალისტთა საერთაშორიშო ფესტივალის სპეციალური პრიზი აქვს აღებული – საუკეთესო ჟურნალისტური ნამუშევრისთვის, არის ასევე ჟურნალისტთა კონკურისის „ატკროი უკრაინუს“ გამარჯვებული. მუშაობდა უკრაინულ ტელეარხზე, მეხუთე არხზე და პარალელურად იყო გაზეტ „კომარსანტ– უკრაინას“ რედაქტორი. თავადაც უკვირს, რომ ის ყველაფერი მიატოვა, რითიც ამ დრომდე ცხოვრობდა, თუმცა როგორც თვითონ ამბობს, საქართველო ისეთი მაცდურად მომხიბვლელია, რომ შესაძლოა სამუდამოდაც კი იფიქროს აქ დარჩენაზე.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები