1 7 : 1 7
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

მარტივად ჩაანაცვლე ძველი ავტომობილი - ახლით

თიბისი ლიზინგის ახალი პროდუქტი

თიბისი ლიზინგმა მომხმარებლის ცხოვრების გამარტივებისთვის კიდევ ერთი ახალი პროდუქტი, მეორადი ავტომობილების ჩანაცვლება, ე.წ „თრეიდ-ინი“ ჩაუშვა. აღნიშნული სერვისით სარგებლობა შეუძლიათ იმ პირებს, რომელთაც ერთის მხრივ, საკუთარი ძველი ავტომობილის გაყიდვა, მეორეს მხრივ კი, ახლის შეძენა სურთ.

მუშაობის მექანიზმი შემდეგია: სალიზინგო კომპანია თავიდან აგარიდებთ ავტომობილის გაყიდვის რუტინულ პროცესს, თავად შეისყიდის თქვენს არსებულ აქტივს, მის ღირებულებას თანამონაწილეობად ასახავს და ახალი მოდელის ლიზინგისთვის გასცემს დაფინანსებას. ახალმა მოდელმა არ დაგაბნიოთ, თქვენ მიერ შერჩეული ავტომობილი შესაძლოა როგორც ცენტრიდან, ასევე მეორადი ან იმპორტით ჩამოსაყვანი იყოს.  როგორც კომპანიაში აღნიშნავენ, ეს პრაქტიკა ათწლეულია წარმატებით მოქმედებს დასავლეთის ქვეყნებში, საქართველოში კი, სერვისის ძირითადი მიმწოდებლები ახალი ავტომობილების ცენტრები იყვნენ.

„სწორედ მომხმარებელმა გვიკარნახა საჭიროება, შეგვექმნა უფრო მოქნილი, მარტივი და საინტერესო პროდუქტი ე.წ „თრეიდ-ინ“-ის სახით“, - ზურაბ გუგუშვილი, თიბისი ლიზინგის კომერციული დირექტორი.

პროდუქტით სარგებლობისთვის ჩასაბარებელი ავტომობილის ასაკი არ უნდა აღემატებოდეს 15 წელს, ასევე, აღსანიშნავია, რომ შეთავაზებით არა 1 არამედ 2 ავტომობილზეც შეგიძლიათ ისარგებლოთ.

„პროცედურა სულ რამდენიმე საათს და მინიმალური რაოდენობის საბუთს მოითხოვს. აღნიშნული პროდუქტით სარგებლობისთვის აუცილებელი პირობას მართვის მოწმობის ქონა წარმოადგენს“

როგორც კომპანიაში აღნიშნავენ, ქართველი მომხმარებლის ინტერესი მზარდია, რის გამოც 2024 წელს მეორადი ავტომობილების მიმართულებით კიდევ რამდენიმე პროდუქტს შესთავაზებენ.

„გვსურს, რომ ჩვენი მისია ცხოვრების გამარტივებისთვის იყოს დაპირება, რომელსაც ვემსახურებით. სწორედ ამიტომ, კიდევ უფრო მეტ საინტერესო პროდუქტს შევთავაზებთ საზოგადოებას.“

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები