0 3 : 1 4
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

სოც. მედია

ღმერთისთვის თხოვითაც მიმიმართავს, არასდროს მომცე ამდენი ფული თუ ცხოვრების ერთი წუთიც კი არ უნდა ვიყო ბედნიერი და კმაყოფილითქო - რას წერდა ჟურნალისტი გარდაცვალებამდე

ჟურნალისტი ნინო სულაბერიძე, რომელიც რამდენიმე წელი სიმსივნეს ებრძოდა, გარდაიცვალა. აი რას წერდა ის გარდაცვალებამდე ცოტა ხნით ადრე:

ყოველთვის უთხარით ადამიანებს სიმართლე. ყოველი არასწორად ინფორმირებული ადამიანი განწირული ადამიანია! თუ ადამიანს მხოლოდ იმის გაგება ანგრევს მორალურად, რომ მას სიმსივნე აქვს, განა საერთოდ აქვს ამ მგლებით სავსე ხროვაში მის ცხოვრებას აზრი ?!?

ყოველთვის იყავით ძლიერები სულიერად და ნუ წუწუნებთ იმაზე, რომ ფული არ გავთ ან საკმარისად არ გაქვთ. განა აქვს ვინმეს ან არსებობს საერთოდ საკმარისი ფული?

არ არის ტრაგედია თუ არ გყავთ ბოლო მოდელის ჯიპი ან არ გაქვთ ახალი ზმანი, მაგრამ ტრაგედიაა თუ სწორად ვერ გადაგიფასებიათ ცხოვრებაში ფასეულობები. არაფერია ამ ქვეყნად: ჯამრთელობის, მეგობრობის, გულრწფელი სიყვარულის და შენი ოჯახის წევრების ფასი.

კი ბატონო,მესმის მატერიალისტებისაც, საკმაოდ დიდი პროცენტიტ ცხოვრობს ჩემში მატერიალისტიც. ვიცი ისიც, რომ შეუძლებელია მატერიალიზმით გაგიჟებულ სამყაროში არ ფიქრობდე ფულზე, მაგრამ ფულის შოვნას რა უნდა. შენ ქვეყანაში ვერ შოულობ? სხვაგან წადი, ნუ დაგეზარება ერთი ადგილის განძრევა.ჯამრთელობის ფასი კი ყოველთვის გახსოვდეთ, რომ არაფერია, ვერცერთ ქვეყააში იპოვნი სადაც არ უნდა წახვიდე.

რისთვის იმართებთ დეპრესიებს და ეს რა ტოტალურ დეპრესიაშია ჩავარდნილი საქართველო გავგიჯდი. ერთმანეთის დანახვა აღარ უნდათ ადამიანებს ისე არიან გაღიზიანებულები, მარტო იმიტო, რომ ფული არ აქვთ ან სოლიდური სამსახური.

სირცხვილია, თუ არ ისწავლით ცხოვრებით ტკბობას, ფულით ტკბობით სწავლა შეუძლებელია დამიჯერეთ. რადგან ძალიან ბევრჯერ შევხვედრივარ პირადად ადამიანებს უზარმაზარი საბანკო ანგარიშებით, მაგრამ უბედურებს. ღმერთისთვის თხოვითაც მიმიმართავს, არასდროს მომცე ამდენი ფული თუ ცხოვრების ერთი წუთიც კი არ უნდა ვიყო ბედნიერი და კმაყოფილითქო.

ბედნიერების განცდა სულიერია და არა მატერიალური !!!


კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 17:25

    20 ჭრილობიდან ყველაზე მეტი სახის არეში ჰქონდა. ანუ...

    მსახიობი და მოდელი კესარია აბრამიძე დღეს დაკრძალეს. მის სამოქალაქო პანაშვიდზე უამრავი ადამიანი იმყოფებოდა. კესარიას ხსოვნას პატივი მიაგო პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმაც. ტელეწამყვანი ნანუკა ჟორჟოლ...

  • 19:11

    სკუტერით მოძრავი კურიერი, რომელიც რკინის მავთულს ...

    ამ წუთებში ცინცაძის 41-თან, ქუჩაზე რაღაც რკინის მავთული ეკიდა ჰაერში, შუა გზაზე, სკუტერიანმა მოქალაქემ გამოიარა, წამოედო, ყელზე შემოეხვია, კინაღამ დაიხრჩვა, დაიმტვრა, სხეულზე აქვს სერიოზული დაზიანებებ...

  • 17:05

    თელავში, სარწყავ არხში 11 და 13 წლის და-ძმა ჩაცვივ...

    🟠  თელავში, სარწყავ არხში 11 წლის ლიზა ბეჟუაშვილი და 13 წლის ირაკლი ბეჟუაშვილი ჩაცვივდნენ და წყალმა და-ძმა გვირაბში წაიღო. 🟠  სამაშველო სამსახურის მისვლამდე პატრულის თანამშრომლებმა...

  • 16:28

    ეს ხდება ვაშლიჯვარში, ბროწეულის და იასამნის კვეთაზ...

    გამარჯობათ...ეს ხდება ქვედა ვაშლიჯვარში, ბროწეულის და იასამნის კვეთაზე, აშენებდა არქი 16 სართულიან კორპუს, უეცრად შეწყვიტეს სამუშაოები,( როცა წვიმა და ქარი არაღელვებდათ) გაიყვანეს ტექნიკა, დაინახეს, რ...

  • 00:11

    ,ჯერი დაახალეს დღისით, მზისით შუა ქალაქში, გლოვოს ...

    ახლა ვიმყოფები ხეჩინაშვილის კლინიკა -ში, სადაც წევს ჩემი მამიდაშვილი , დაჭრილი  წევს. ჯერი დაახალეს დღისით, მზისით შუა ქალაქში, გლოვოს კუროერია და მიიტანა შეკვეთა და ვიღაც ნაბიჭვამრა მთვარალ...

  • 19:26

    ,,რუსები არ ჩერდებიან. ამჯერად, გრემისხევის თავზე...

    რუსები არ ჩერდებიან.  ამჯერად, გრემისხევის თავზე მოაწყვეს რადიო-ელექტრონული დაზვერვის სპეც სადგომი, რომელიც გამოიყენება სპეციალური სადაზვერვო მანქანის საპარკინგე ადგილად.    ასეთი ტიპის...

  • 14:40

    ,,9 წელი ვეძებე.. ყველაზე დიდი შოკი მაშინ მივიღე,...

    9 წელი ვეძებე,და ამ ჯგუფის წყალობით ვიპოვე,მადლობა კიდევ ერთხელ თამუნა მუსერიძეს და მის გუნდს..გუშინ ჩემი ძალებით გავარკვიე ბიოლოგიური მამის ვინაობაც და ყველაზე დიდი შოკი მაშინ მივიღე,როც აღმოჩნდა რომ...