1 7 : 0 4
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მთავარი თემა

„არ ვაპირებ, რომ კენჭისყრაში მივიღო მონაწილეობა" - წულუკიანი მთავარი პროკურორის შერჩევის პროცესში მონაწილეობას არ მიიღებს

საპროკურორო საბჭოს სხდომას, სადაც მთავარი პროკურორობის კანდიდატის შერჩევა უნდა მოხდეს, თეა წულუკიანი მხოლოდ დაესწრება.

იუსტიციის მინისტრი არც გასაურებაში აპირებს ჩართვას და არც კენჭისყრაში მიიღებს მონაწილეობას.

„არ ვაპირებ რომ კენჭისყრაში მივიღო მონაწილეობა იქიდან გამომდინარე, რომ რაიმე კითხვის ნიშანი არ გაჩნდეს აბსოლუტურად თავისუფლად ინდივიდუალურად ფარული კენჭისყრით, როგორც ამას ითვალისწინებს კანონი გადაწყვეტილების მიღების საშუალება და საზოგადოებამ დაინახოს საბჭოს აზრი, რომელიც არის თავისუფალი თავის გადაწყვეტილებებში და არ იყოს რაიმე კითხვის ნიშანი იმასთან დაკავშირებით, ხომ არ არის  თავმჯდომარის პოზიცია გადამწყვეტი,“-აცხადებს თეა წულუკიანი.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები