0 9 : 2 1
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

სოც. მედია

მეტროს შემდეგ ავტობუსის მგზავრებს დახვდათ უჩვეულო სიურპრიზი

დღეს დილით, N61 ავტობუსის მგზავრები უჩვეულო სიურპრიზის მომსწრენი გახდნენ. მათ, მეტროპოლიტენის მგზავრების მსგავსად, საჩუქრად წიგნები და 23 აპრილს, წიგნის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, მთაწმინდის პანთეონში დაგეგმილი ღონისძიების მოსაწვევი ბარათი გადაეცათ. აქციაში აქტიურად ჩაერთო თბილისის მერის მოადგილე ნინა ხატისკაცი, რომელმაც ფოტოგრაფ გოგა ჩანადირთან ერთად მგზავრებს საჩუქრები გადასცა და კიდევ ერთხელ გაამახვილა ყურადღება წიგნის კითხვის მნიშვნელობასა და მისი პოპულარიზაციის აუცილებლობაზე. მთაწმინდის პანთეონში 23 აპრილს ქართველი თანამედროვე მწერლები წიგნებსა და ლიტერატურაზე ისაუბრებენ.

o 16:00 – რატი ამაღლობელი გალაკტიონ ტაბიძის შესახებ 
o 16:30 – გიორგი კეკელიძე აკაკი წერეთლის შესახებ.
o 17:00 – ლევან ბერძენიშვილი მიხეილ ჯავახიშვილის შესახებ 
o 17:30 – დათო ტურაშვილი ბაჩანა ბრეგვაძის შესახებ 
o 18:00 – სანდრო ლორთქიფანიძე ნიკოლოზ ბარათაშვილის შესახებ 
o 18:30 – ეთერ თათარაიძე ვაჟა-ფშაველას შესახებ
ლექციების პარალელურად, მთაწმინდის პანთეონის ტერიტორიაზე მოეწყობა წიგნების გამოფენა-გაყიდვა სპეციალური ფასდაკლებით. 
აქციის ორგანიზატორები არიან თბილისის მერია, თბილისის სატრანსპორტო კომპანია, ელექტრონული წიგნების სახლი „საბა“, გამომცემლობა „ინტელექტი“ და „არტანუჯი“. ღონისძიების მიზანია წიგნის კითხვის პოპულარიზაცია. ყველა დაინტერესებული სტუმრისთვის, 23 აპრილს, თავისუფლების მოედნიდან პანთეონის მიმართულებით, 15:30 საათსა და 16:30 საათზე უფასო ავტობუსი იმოძრავებს.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები