0 7 : 2 5
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

თეთრი სახლი: ჩინეთმა კორონავირუსით დაზარალებულ ქვეყნებს 2 მილიარდ დოლარზე მეტი უნდა გადაუხადოს

„ჩინეთის კომუნისტური პარტიის ვალდებულება 2 მილიარდი დოლარის გამოყოფის თაობაზე ყურადღების გადატანის ნიშანია უფრო მეტი ქვეყნის მოწოდებისგან, რომლებიც ჩინეთის მთავრობის პასუხისმგებლობას ითხოვენ ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო“, - ნათქვამია განცხადებაში.

თეთრ სახლში აღნიშნეს, რომ ჩინეთი, როგორც ეპიდემიის აფეთქების წყარო, განსაკუთრებულ პასუხს აგებს და უფრო მეტი გადაიხადოს.

ჩინეთის ლიდერმა, სი ძინპინმა ჯანდაცვის მსოფლიო ასამბლეის 73-ე ყოველწლიური სესიის გახსნაზე ვიდეოკონფერენციის რეჟიმში გამოსვლისას განაცხადა, რომ მომდევნო ორი წლის განმავლობაში ჩინეთი კორონავირუსის პანდემიით დაზარალებულ ქვეყნებს ორ მილიარდ დოლარს გამოუყოფს.

„მომდევნო ორი წლის განმავლობაში ჩინეთი ორი მილიარდი დოლარის საერთაშორისო დახმარებას გამოყოფს კორონავირუსის პანდემიით დაზარალებული ქვეყნებისთვის, პირველ რიგში, განვითარებადი ქვეყნებისთვის“, - განაცხადა ჩინეთის ლიდერმა.

სი ძინპინმა ასევე განაცხადა, რომ ჩინეთის ხელისუფლებამ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია დროულად და დაყოვნების გარეშე გააფრთხილა კორონავირუსის ეპიდემიის აფეთქების შესახებ.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები