1 9 : 3 8
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

გაერო სახელმწიფოებს პატიმრების ნაწილის გათავისუფლებისკენ მოუწოდებს

გაერო სახელმწიფოებს მოუწოდებს, კორონავირუსის პანდემიის გამო, მოწყვლად ჯგუფში შემავალი პატიმრები გაათავისუფლონ. ამის შესახებ განცხადება გაერო-ს ადამიანის უფლებათა კომისარმა, მიშელ ბაჩელეტმა განაცხადა.

მისი თქმით, „კოვიდ-19“ არაერთი სახელმწიფოს სასჯელაღსრულების დაწესებულებებში, ასევე მოხუცებულთა თავშესაფრებსა და ფსიქიატრიულ კლინიკებში დაფიქსირდა, რაც დაუცველ ადამიანებს საფრთხეს უქმნის.

„მთავრობამ უნდა განიხილოს მოწყვლად ჯგუფში შემავალი, დაუცველი პატიმრების გათავისუფლების საკითხი. საუბარია ასაკოვან, სხვადასხვა დაავადებების მქონე პატიმრებსა და არაძალადობრივ დანაშაულისთვის გასამართლებულ პირებზე“, – აცხადებს ბაჩელეტი.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები