2 1 : 5 2
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

კულტურა

Check in Georgia-ს ფარგლებში, „ბლექ სი არენა" ფოლკლორის საერთაშორისო ფესტივალს, სს "ქართული ლუდის კომპანიასთან" ერთად უმასპინძლებს

 ხვალ, 7 სექტემბერს, Check in Georgia-ს ​ფარგლებში, „ბლექ სი არენა" ფოლკლორის საერთაშორისო ფესტივალს, სს "ქართული ლუდის კომპანიასთან" ერთად უმასპინძლებს.  

 ევროპული და ქართული ანსამბლების ერთობლივი კონცერტით, ფესტივალი საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის ინიციატივით უკვე მესამედ იმართება და ის 7 სექტემბერს გაიხსნება. 

 შეკვეთილში მდებარე „ბლექ სი არენაზე" მსმენელის წინაშე წარდგებიან ხალხური სიმღერისა და ცეკვის ანსამბლები, საქართველოდან და უცხოეთიდან. საფრანგეთს (კორსიკა) – Spartimu წარმოადგენს, იტალიას (სარდინია) კი – Castelsardo.

 საქართველოს სახელით მაყურებლის წინაშე წარდგებიან: „ბერმუხა“ (აჭარა); „შილდა“ (კახეთი); ტრიო „შალვა ჩემო“ (გურია); „რიჰო“ (სვანეთი); „ბასიანი“ და „ქართული ხმები“ (თბილისი); ქუთაისის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლი; ბათუმის ენვერ ხაბაძის სახელობის სახელმწიფო ქორეოგრაფიული ანსამბლი - „ბათუმი“.

 "ფოლკლორის საერთაშორისო ფესტივალის მიზანია, ხელი შეუწყოს ქართული ფოლკლორის პოპულარიზაციასა და შენარჩუნებას. ჩვენც ჩვენის მხრივ პროექტში Check in Georgia-ს ფარგლებში ვართ ჩართულნი და გვინდა, რომ ქართველმა მსმენელმა ხარისხიანი მელოდიებს, ხმებს და შესრულებას მოუსმინოს. უნიკალური მრავალხმიანობის, სიმღერის, გალობის, ცეკვისა და ტრადიციების მქონე საქართველოს საშუალება ეძლევა, უმასპინძლოს განსხვავებული სტილისა და მანერის შემსრულებლებს. სს "ქართული ლუდის კომპანია" დაინტერესებულია, რომ ​მრავალხმიანობის სამშობლო - საქართველო - აქციოს ქართული და მსოფლიო ფოლკლორის მუდმივი შეხვედრისა და დაახლოების ადგილად. ჩვენ მომავალშიც გავაგრძელებთ მსგავსი პროექტების მხარდაჭერას და ქართული კულტურის პოპულარიზაციაში ჩვენს წვლილს აუცილებლად შევიტანთ. მას ვისაც უნდა მოუსმინოს მრავალხმიან მელოდიებს ვეპატიჟებით 7 სექტემბერს „ბლექ სი არენაზე". აუცილებლად  ესტუმრეთ  7 სექტემბერს  შვილებთან ერთად „ბლექ სი არენას“,  მით უმეტეს, რომ ბავშვებისთვის არენას ტერიტორიაზე სპეციალური კუთხეები გაქვს მოწყობილი", აცხადებს სს "ქართული ლუდის კომპანიის" საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი ხათუნა მიქაცაძე.

 „ბლექ სი არენასა” და სს "ქართული ლუდის კომპანიის" თანამშრომლობის ფარგლებში საკონცერტო დარბაზის ტერიტორიაზე სს "ქართული ლუდის კომპანიის" პროდუქციის -  "ზედაზენისა" და სპეციალური საბავშვო კუთხეებია მოწყობილი, სადაც კონცერტზე დასასწრებად მისულ მაყურებელს ცივი გამაგრილებელი სასმელების მირთმევა და ბავშვების გართობა ერთდროულად შეუძლია.

 თავის დროზე, სს "ქართული ლუდის" კომპანია ლუდისა და ლიმონათის სეგმენტში პირველი კომპანია იყო, რომელმაც „ბლექ სი არენასთან" თანამშრომლობისა და პროექტ Check in Georgia-ში ჩართვის სურვილი გამოთქვა და მას შემდეგ ამ თანამშრომლობას უკვე ტრადიციული სახე აქვს.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები