0 9 : 3 8
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

უკრაინის პატრიარქი : "მივმართავ ძმების მკვლელებს,დამალეთ თქვენი ხმალი და სახლებში დაბრუნდით!“

უკრაინის პატრიარქმა ფილარეტმა რუსები, როგორც ძმების მკვლელები მოიხსენია და ამავე დროს, მოსახლეობისთვის მიმართვა გაავრცელა :

„უკრაინელ ხალხს მხოლოდ ერთი პასუხის გაცემა შეუძლია ამ თავდასხმაზე - მამაცურად დაუპირისპირდეს მტერს, დადგეს სამშობლოს, თავისი სახელმწიფოებრიობისა და თავისუფლების დასაცავად. მოვუწოდებ პოლიტიკოსებს, გადადონ უთანხმოებები და გაერთიანდნენ. 

თუ მტერი ჩვენს სახელმწიფოებრიობას გაანადგურებს, რა თანამდებობებზე უნდა იზრუნოთ? 

მივმართავ ძმების მკვლელებს - ახალ კაენებს, რომლებიც ჩვენს ხალხს ძმებს ეძახიან და ჩვენს სახლში მოდიან, რათა სისხლი დაღვარონ: გონს მოეგეთ და შეწყვიტეთ ბოროტების დათესვა. დამალეთ თქვენი ხმალი და სახლებში დაბრუნდით!“ - დასძინა მან.


კომენტარები

მსგავსი სიახლეები