1 5 : 1 8
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

ირაკლი ჩხვირკია და მერაბ ღოღობერიძე გაათავისუფლეს

ბათუმის მოვლენებზე მსჯავრდებულები ირაკლი ჩხვირკია და მერაბ ღოღობერიძე თავისუფალია. ბრალდებულების ვადაზე ადრე გათავისუფლების გადაწყვეტილება პირობით ვადაზე ადრე გათავისუფლების კომისიამ მიიღო.
ჩხვირკიას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის პირველი ნაწილით ჰქონდა წარდგენილი, რაც გულისხმობს მასობრივი არეულობის ორგანიზებას ან ხელმძღვანელობას, რასაც თან ახლავს ძალადობა, რბევა, ცეცხლის წაკიდება, იარაღის ან ასაფეთქებელი მოწყობილობის გამოყენება ანდა ხელისუფლების წარმომადგენლისადმი შეიარაღებული წინააღმდეგობა.
ღოღობერიძეს და ჩხვირკიას ბათუმის 2017 წლის 11-12 მარტის აქციების ორგანიზების ბრალდებით ერთი წლითა და ექვსი თვით პატიმრობა შეეფარდათ.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები