0 8 : 5 3
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

,,არავინ არ დავინახო ჩემთან მოსული" - 3 წლის ბავშვის მშობელი

ჩამოტვირთვა

სოციალურ ქსელში 3 წლის ბავშვის ვიდეოს გავრცელების შემდეგ, სადაც არასრულწლოვანი სიგარეტს ეწევა, პირველ კომენტარს აკეთებს ბავშვის დედა. „კურიერთან“ საუბრისას სალომე საგინაძე აცხადებს,რომ მან არ იცოდა, თუ ამით მისი შვილის უფლებები ირღვეოდა. მცირეწლოვნის მშობელი პირობას დებს, რომ მსგავსი ფაქტი აღარ განმეორდება.

იმ შემთხვევაში თუ უფლებადამცველები არასრულწლოვნის ოჯახიდან განრიდებას მოითხოვენ, ისინი სოციალურ მუშაკს შვილს არ გაატანენ.

„არაფერი არ ვიცოდით საერთოდ და თუ ამხელა აჟიოტაჟი მოჰყვებოდა ამას ნამდვილად არ ვიცოდით. არა, ეგ მეორეჯერ აღარ მოხდება. ბოლო და უკანასკნელად იქნება ეგ. ჩემი შვილი იმ დონეზე მიყვარს, რომ ერთი წამიც არ შემიძლია უიმისოდ რა. არავინ არ დავინახო კიდევ ჩემთან მოსული იმის სათქმელად, რომ უნდა წავიყვანოთ და რაღაცა... გავგიჟდები. ერთი წუთით არ შემიძლია უიმისოდ,“-განაცხადა ბავშვის დედამ სალომე საგინაძემ.

ბავშვთა უფლებებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციები კი შესაბამისი უწყებებისგან სწრაფ და ადეკვატურ რეაგირებას ელოდებიან.

"ჩვენ რა თქმა უნდა ველოდებით პირველ რიგში იმას, რომ შეფასდეს ფაქტი. მიზეზები გაირკვეს. ძალიან ხშირად მიზეზები არის არაინფორმირობულობა. ისევ იმიტომ, რომ სახელმწიფო ოჯახებს არ აცნობს ბავშვთა უფლებებს და მოხდეს ასეთი ფაქტების სრული პრევენცია მომავალში,“- განაცხადა არასამთავრობო ორგანიზაციის ”პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის” წევრმა ანა არგანაშვილმა

სოციალურ ქსელში 3 წლის ბავშვის ვიდეომასალა გავრცელდა, რომელშიც მცირეწლოვანი მშობლების წაქეზებით სიგარეტს ეწევა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები