0 0 : 3 4
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

შესაძლოა, ომიკრონის გავრცელების შემდეგ, დღეში 20-25 ათასი ინფიცირებული გვყავდეს - გამყრელიძე

"თუ ჩვენ პირბადის ტარების მაჩვენებელს ვერ გავზრდით, ვერ გავზრდით აცრის მოცვის მაჩვენებელს, რომელიც ოდნავ იზრდება, დღეში თუ „ომიკრონის“ 10, 15, 20 ათასი შემთხვევა გვექნება, სხვა რა გამოსავალი იქნება? საბედნიეროდ, „ომიკრონი“ „დელტასავით“ ვერაგი არ არის, მაღალი სიკვდილიანობა და ჰოსპიტალიზაცია არ აქვს. წარმოიდგინეთ, დღეში 20-25 ათასი ინფიცირებული საქართველოსთვის რა იქნება. შესაძლებელია, რომ ეს მოხდეს.

ვატაროთ პირბადე ყველაგან, მოვერიდოთ დიდ ქეიფებს, თუ შესაძლებელია. ეს ახალი წელი აღვნიშნოთ, როგორც არის ოჯახში 7-10 კაცმა, დიდმა ოჯახმა ერთად. რა მოხდა, რომ კიდევ ერთი ახალი წელი გადავიაროთ ასე?! ეს დაკავშირებულია ადამიანების ჯანმრთელობასთან და სიცოცხლესთან".

კომენტარები

მსგავსი სიახლეები