0 4 : 1 6
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

ვოლოდიმირ ზელენსკი - მტერს შეუძლია დაარტყას ჩვენს ქალაქებს, მაგრამ ის ვერ შეძლებს ჩვენს გატეხას - ოკუპანტებს მხოლოდ სამართლიანი სასჯელი ემუქრება, ჩვენ კი გავიმარჯვებთ

„კამიკაძე-დრონები“ და რაკეტები მთელ უკრაინას ესხმიან თავს. მტერს შეუძლია დაარტყას ჩვენს ქალაქებს, მაგრამ ის ვერ შეძლებს ჩვენს გატეხას, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რითაც კიევსა და უკრაინის სხვა ქალაქებზე განახლებულ შეტევას გამოეხმაურა.

„მტერი მთელი ღამისა და მთელი დილის განმავლობაში მშვიდობიან მოსახლეობას ატერორებს, “კამიკაძე-დრონები“ და რაკეტები მთელ უკრაინას ესხმიან თავს. მტერს შეუძლია დაარტყას ჩვენს ქალაქებს, მაგრამ ის ვერ შეძლებს ჩვენს გატეხას. ოკუპანტებს მხოლოდ სამართლიანი სასჯელი ემუქრებათ, ჩვენ კი - გავიმარჯვებთ“, - აცხადებს ზელენსკი.

ამასთან, უკრაინის პრემიერ-მინისტრის, დენის შმიგალის განცხადებით, რუსეთმა კვლავ შეუტია უკრაინაში სამოქალაქო და ენერგეტიკულ ობიექტებს, რის შედეგადაც ადამიანები დაშავდნენ.

„დღეს რუსეთმა კვლავ შეუტია უკრაინაში სამოქალაქო და ენერგეტიკულ ობიექტებს. ტერორისტების სამიზნეებს შორისაა კიევში საცხოვრებელი კორპუსი. დაშავებულია ხალხი. ამ დანაშაულებზე მსოფლიო პასუხი მკაფიო უნდა იყოს: მეტი მხარდაჭერა უკრაინისადმი და მეტი სანქციები აგრესორის წინააღმდეგ”, - აღნიშნა პრემიერმა.

შეგახსენებთ, რუსულმა ძალებმა დღეს დილით კიევის ცენტრზე „კამიკაძე-დრონებით“ შეტევა განახორციელეს. დედაქალაქის მერის, ვიტალი კლიჩკოს ინფორმაციით, თავდასხმის შედეგად, შევჩენკოს რაიონში მდებარე საცხოვრებელ კორპუსში აფეთქება მოხდა.

„ამჟამად18 ადამიანია გამოყვანილი. წინასწარი ინფორმაციით, ნანგრევების ქვეშ კიდევ ორი ადამიანი რჩება. სამაშველო სამუშაოები გრძელდება. ვაზუსტებთ ინფორმაციას, არიან თუ არა დაღუპულები ," - განაცხადა მერმა.

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები