0 3 : 1 4
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

აიღეთ თქვენთვის სასურველი ფერის ციფრული ბარათი


თიბისის მობაილ და ინტერნეტბანკშიუკვე შესაძლებელიაგანახლებული დიზაინის ციფრული ბარათების მომენტალურად გააქტიურება. ციფრული ბარათები 6 განსხვავებული ფერისაა და მათ მომხმარებლები საკუთარი გემოვნების მიხედვით შეარჩევენ.

ინოვაციური პროდუქტი, რომელიც თიბისიმ Visa-სთან ერთადმომხმარებლების ცხოვრების გასამარტივებლად შექმნა, პლასტიკური ბარათის ციფრული ანალოგია და ყველა ის ფუნქცია აქვს, რაც სადებეტო ბარათს. ციფრული ბარათით შესაძლებელია თანხის გადახდაპოს-ტერმინალებზე, ონლაინ ვაჭრობისას, ასევე ბანკომატიდან თანხის განაღდება.

ციფრული ბარათის უპირატესობებია:
• ციფრული ბარათის გააქტიურება შესაძლებელია მომენტალურად;
• მომხმარებელს არ უწევს ფიზიკური პლასტიკური ბარათის ტარება;
• მომხმარებელს არ უწევს ფილიალში ბარათის შესაკვეთად მისვლა;
• ფიზიკური ბარათის დაკარგვის ან ბანკომატის მიერ მისი „ჩაყლაპვის" შემთხვევაში, შესაძლებელია ციფრული ბარათის მომენტალურად ინტერნეტ ან მობაილბანკიდან გააქტიურება და სასურველ ანგარიშზე მიბმა;

ციფრული ბარათის შეკვეთა და მიღება თიბისის მობაილ და ინტერნეტბანკიდან ძალიან მარტივადაა შესაძლებელი დაამისათვის მომხმარებელს ლოდინი არ უწევს. ბარათი მომენტალურად, მოთხოვნისთანავე აქტიურდება.

ციფრული ბარათის შესახებ დეტალური ინფორმაცია იხილეთ ბმულზე: https://www.tbcbank.ge/web/ka/web/guest/first-digital-card-from-tbc

 

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები