1 4 : 2 7
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

„Raysut Cement“ იღებს CE, NF სერტიფიცირებებს, ევროსტანდარტებთან შესაბამისობისთვის.

 

·         სერტიფიცირებები ადასტურებენ „RCC“-ის მიერ მწვანე ნორმების, უსაფრთხოებისა და ხარისხის მოთხოვნების მკაცრად დაცვას, საქართველოში ექსპორტირებულ პროდუქტებთან დაკავშირებით

·         RCC“ ასევე მიღებულია BIS ინდოეთის და SABPS სამხრეთ აფრიკის მიერ

 

მუსკატი, ომანი/თბილისი, საქართველო, 18 მაისი, 2021 წ.: ომანის ცემენტის უმსხვილესი მწარმოებელია კომპანია „Raysut Cement Company (RCC)“, რომელიც აშენებს 200 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების 1.2 მ/ტ ინტეგრირებულ საწარმოს თბილისში (საქართველო). მას მიღებული აქვს CE და NF სერტიფიკატები, ხარისხის ორი უმკაცრესი გლობალური ნორმა, რომელიც ადასტურებს „RCC“-ის ევროსტანდარტებზე დაქვემდებარებას ცემენტის წარმოების პროცესში.

მუსკატის საფონდო ბირჟაზე (MSM) რეგისტრირებული „RCC“ ადასტურებს, რომ მან სერტიფიკატები მიიღო ახალ გლობალურ ბაზრებზე ექსპორტის გაფართოების დროს. ბოლო დროს, კომპანიის საბოლოო პროდუქტის 50 პროცენტი აღმოსავლეთ აფრიკაში, ინდოეთში, მალდივებზე, სამხრეთ აფრიკაში, და ინდოეთის ოკეანის აუზის ქვეყნებში ექსპორტირდება.

ასევე არსებობს მზარდი მოთხოვნა კლინკერზე საქართველოში, 600 ათასი ტონა დეფიციტით. „RCC“ ყოველწლიურად ახდენს 50,000 მეტრული ტონა ცემენტის ექსპორტირებას საქართველოში და 100,000 მეტრული ტონის ექსპორტს ზოგადად, აღმოსავლეთ ევროპაში.

„RCC“-ის ცემენტის ქარხანას საქართველოში აშენებს მისი არაბთა გაერთიანებული საემიროებში დაფუძნებული შვილობილი კომპანია „Pioneer Cement“, რომელიც ფლობს დათმობის უფლებას ქართული კირქვის მაღაროებში, საიდანაც მოხდება ამ პროექტის ძირითადი ნედლეულის მიღება.

“CE და NF სერტიფიკატები მიგვაჩნია პროდუქტის ხარისხის და პროცესების მუდმივად გაუმჯობესების ვალდებულების მტკიცებულებად, უსაფრთხოების, ხარისხის დაცვისა და გარემოსდაცვითი მკაცრი გლობალური მოთხოვნების დაცვასთან ერთად,“ - განაცხადა ჯგუფის გენერალურმა დირექტორმა - ჯოუი ღოუსმა.

CE (Conformité Européenne) ნიშანი, ყოფილი EC ნიშანი, სავალდებულოა კონკრეტული პროდუქტების ევრო-ეკონომიკურ ზონაში (EEA) რეალიზაციისთვის 1985 წლის შემდეგ. NF ნიშანი AFNOR სერტიფიცირების უწყებისგან არის ფრანგული შესაბამისობის ნორმა, რომელიც ითვალისწინებს პროდუქტის უსაფრთხოების, ხარისხის უზრუნველყოფის, გამოყენების და შესრულების მოთხოვნებს.

„სერტიფიკატები შეესაბამება ჩვენს საექსპორტო სტრატეგიას უფრო ახალი გეოგრაფიული არეალებისთვის, რადგან CE ნიშანი ადასტურებს ევროპის ჯანმრთელობის, უსაფრთხოების დაცვისა და მწვანე რეგულაციებთან შესაბამისობას, რაც ჩვენი პროდუქტების ისლანდიაში, ლიხტენშტეინსა და ნორვეგიაში გაყიდვის შესაძლებლობას გვაძლევს,“ ამბობს ბატონი ღოუსი.

სერტიფიკატების მიღება ასევე დაემთხვა „RCC“-ის მიერ ახალი საექსპორტო შეკვეთის მიღებას რეუნიონის კუნძულებიდან ინდოეთის ოკეანეს დასავლეთით. ერთწლიანი ხელშეკრულება უკვე გაფორმებული იყო ფრანგულ კომპანიასთან „Enterprise Audemard Group“ თვეში 8,000 მ/ტ ცემენტის ტრანსპორტირების თაობაზე. პირველი ტრანსპორტირება მხარესთან უკვე განხორციელდა. „RCC“ ასევე გეგმავს სამსხვრევი ერთეულის აშენებას მადაგასკარში, ამ ქვეყნის ბაზარზე ბერკეტების ყოველწლიურად 7-8 პროცენტით ზრდის უზრუნველსაყოფად.

„RCC“ ჯგუფის მიმდინარე პროდუქტის სიმძლავრე 6 მილიონი მეტრული ტონა ცემენტია. იგეგმება 10 მილიონამდე ზრდა 2022 წლისთვის, რაც 22 მილიონ ტონას შეადგენს. ბატონი ღოუსის თქმით, კოვიდ-19-ის პანდემიამ მნიშვნელოვანი გამოწვევები შეუქმნა ბიზნესს, თუმცა „RCC“ მათ წარმატებით გაართვა თავი კომპანიის ხელმძღვანელობის ან ხედვის ცვლილების გარეშე.

ბოლო დროს „RCC“-მ ასევე მიიღო სერტიფიკატები მსოფლიოს სხვა ნაწილებიდან, რითაც გაიზრდება მისი ექსპორტის მასშტაბები. ესენია ინდოეთის სტანდარტების ბიურო (BIS), რომელიც კომპანიის ინდოეთში არსებობის სტანდარტებს განსაზღვრავს, ასევე „სამხრეთ აფრიკის ყველა ძმური პროდუქტი და სისტემა“ (SABPS), რომელიც „RCC“-ის დაეხმარება სამხრეთ აფრიკის ბაზრის ათვისებაში.

ბატონი სალიმ ბინ აჰმედ ბინ ალავი ალ იბრაჰიმი, „RCC“ ჯგუფის გენერალური დირექტორის მოადგილის მოვალეობათა შემსრულებელი ამბობს: „RCC“-ის სალალაჰის ქარხანაში წარმოებული ცემენტი უძლებს ექვსვალენტიანი ქრომის (Cr6+) ყველაზე მკაცრ გარემოსდაცვით კრიტერიუმებს, ერთ მილიონზე ორ ნაწილზე ნაკლები შემადგენლობით. NF სერტიფიკატი ასევე ხსნის ბაზრის ახალ შესაძლებლობებს და ჩვენ ვნერგავთ უმაღლესი ხარისხის ცემენტის ბრენდს ფრანგულ კოლონიებში ინდოეთის ოკეანის აუზის რეუნიონის კუნძულებზე.“

გასულ წელს „RCC“-ის ჯგუფის გენერალურმა დირექტორმა - ბატონმა ჯოუი ღოუსმა გაიმარჯვა ნომინაციაში „წლის გენერალური დირექტორი“, „ომანის საუკეთესო დამსაქმებლის დაჯილდოების“ და „GCC“-ს საუკეთესო დამსაქმებლის დაჯილდოების ფარგლებში“, დამსაქმებელთა ბრენდირების ინსტიტუტიდან, რამაც გააუმჯობესა კომპანიის მაჩვენებლები მმართველობის, ჯანდაცვისა და უსაფრთხოების, ტექნოლოგიების, სწავლებისა და ნიჭის მართვის მიმართულებით.

„ჩვენ რეგულარულად გადავამზადებთ ჩვენს თანამშრომლებს სამუშაო ადგილზე, ასევე მათი საზღვარგარეთ გაგზავნის გზით, მათი უნარ-ჩვევების გასაუმჯობესებლად. ეს სწავლებები გვეხმარება ხარისხის, გარემოსდაცვითი და უსაფრთხოების ნორმების მკაცრად განხორციელებაში ჩვენს საწარმოო ობიექტებზე, რათა უზრუნველყოფილ იქნას ჩვენი პროდუქტების გლობალურ მოთხოვნებთან შესაბამისობა,“ - დასძინა ბატონმა ალ იბრაჰიმმა.

 

საკონტაქტო პირი:

ბატონი მოჰამედ აჰმედ ბარაკატ ალ-იბრაჰიმი, კომუნიკაციების უფროსი მენეჯერი,

 

ტელ.: +968 9099 9388

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები