0 3 : 3 5
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

თიბისის მხარდაჭერით, მცხეთის მუნიციპალიტეტში ახალი სასათბურე მეურნეობა ამოქმედდა

თიბისის მხარდაჭერითა და სოფლის განვითარების სააგენტოს ხელშეწყობით, მცხეთის მუნიციპალიტეტში თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი სასათბურე მეურნეობა შპს „ქეი ენ ჯი ჰოსპიტალიტი“ მოეწყო. 

მეურნეობაში, სადაც 5 ადამიანია დასაქმებული, წლიურად 10 ტონა მარწყვის წარმოებაა შესაძლებელი. სასათბურე მეურნეობა 2000 კვ.მ ფართობზეა გაშენებული. პროდუქციის რეალიზაცია ადგილობრივ ბაზარზე „Ma gemme•მაგემე“-ს სახელწოდებით ხდება. 

კომპანიამ „აგროწარმოების ხელშეწყობის“ პროგრამიდან გრანტი მიიღო და შეღავათიანი აგროკრედიტით ისარგებლა. სასათბურე მეურნეობაში ჯამურად 350,000 ლარის ინვესტიცია განხორციელდა. 

სოფლის მეურნეობის სექტორში თიბისის ჯამურად 500 მილიონ ლარზე მეტი ინვესტიცია აქვს განხორციელებული. თიბისისთვის, როგორც ქვეყანაში ბიზნესის N1 მხარდამჭერისთვის, განსაკუთრებით ახლა - სირთულეებითა და გამოწვევებით სავსე პერიოდში, პრიორიტეტულია ისეთი მსხვილი თუ მცირე ზომის პროექტების მხარდაჭერა, რომლებიც ეროვნულ წარმოებას ავითარებს და ადგილობრივების დასაქმებას უწყობს ხელს.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები