1 8 : 3 1
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით კომპანია „Lucky Step“-ს“ საქმიანობას აფართოვებს

27 იანვარი, 2021- საქართველოს ბანკი ბიზნესის მხარდაჭერას განაგრძობს. ბანკის ხელშეწყობით, კომპანია „Lucky Step“-ს“ საქმიანობას აფართოვებს. ბიზნესის მხარდასაჭერად, ბანკის მხრიდან 300,000 ლარის მოცულობის ფინანსური რესურსი გაიცა. საბავშვო ფეხსაცმლის ხაზი მომხმარებელს ახლა უკვე საბავშვო ჩანთებისა და საკანცელარიო ნივთების ფართო არჩევანსაც შესთავაზებს. 

„Lucky Step“-ს ბაზარზე მისი მაღალი ხარისხი გამოარჩევს. პროდუქცია იმპორტირებულია ევროპიდან და ხელმისაწვდომია როგორც ადგილზე, ასევე ონლაინ მაღაზიაში. ამასთან, კომპანია  მომხმარებელს პროდუქციის განვადებით ყიდვის შესაძლებლობასაც აძლევს.   

ამჟამად „Lucky Step”- ის ყოველდღიურ საქმიანობაში 10 ადამიანია ჩართული. კომპანია სამომავლოდ კი საკუთარი საწარმოს გახსნასა და საკუთარი ხაზის ფეხსაცმლის წარმოებას გეგმავს. 

“საქართველოს ბანკი კვლავ განაგრძობს ბიზნესის ხელშეწყობასა და წახალისებას. ამჯერად ჩვენი ფინანსური მხარდაჭერით კომპანია “Lucky Step”-ს  შეთავაზებულ პროდუქციას კიდევ უფრო ამრავალფეროვნებს. მოხარული ვართ, რომ კომპანია აქტიურად აგრძელებს მაღალი ხარისხის პროდუქციის მიწოდებას. გვინდა წარმატება ვუსურვოთ გუნდს სამომავლო გეგმების განხორციელებაში, კონკრეტულად კი საკუთარი საწარმოს გახსნისა და ფეხსაცმლის წარმოებაში“, - განაცხადა მერაბ ახვლედიანმა, საქართველოს ბანკის საცალო ბიზნესის საბანკო მომსახურების დეპარტამენტის დირექტორმა. 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები