1 8 : 2 1
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

პოლიტიკა

ანა ნაცვლიშვილი პარლამენტში აირწინაღით და სათვალით მივიდა

თქვენი ზურგით გყავთ გამოყვანილი დაჭრილი, თუ გარდაცვლილი მეგობარი რუსეთის მიერ მოკლული, არ მგონია მოგწონდეთ და ეთანხმებოდეთ იმას, რასაც თქვენი სახელით აკეთებს ხელისუფლება და თითოოროლა სადისტი გადაცმული სამართალდამცავის ფორმაში. ჩვენ გვჯერა, რომ თქვენ გააკეთებთ სწორ არჩევანს და დადგებით არა რუსეთის, არამედ საქართველოს მხარეს, - ასე მიმართა „ლელოს“ წევრმა, ანა ნაცვლიშვილმა სამართალდამცველებს პარლამენტის სხდომიდან. 

ამასთან, ანა ნაცვლიშვილის თქმით, პატრიოტი და თავისუფალი მოქალაქეები მთელი ამ დღეების განმავლობაში დაუღალავად, სიმტკიცით, ერთობითა და ერთიანი მიზნით იცავენ საქართველოს დამოუკიდებლობას, საქართველოს ეროვნულ არჩევანსა და ევროპულ მომავალს.

„ამ ადამიანების წინააღმდეგ თქვენ არ დაიშურეთ არც ხელკეტები, არც რეზინის ტყვიები, არც გაზი, არც წყლის ჭავლი, არც ძალადობა და არც უკანონობა, მაგრამ ეს ადამიანები დგანან მედგრად, ერთად და ეუბნებიან თქვენ რუს ოლიგარქს არ გაგატანთ ამ ქვეყანას რუსეთში! ჩვენ იმისთვის არ გაგვიჩენია შვილები საქართველოში, რომ მათ რუსეთში გაიღვიძონ. ჩვენ იმისთვის არ გვისწავლია და არ გვიბრძოლია, რომ რუსეთში გავიღვიძოთ. სტუდენტები გეუბნებიან, რომ არ იქნება ეს ქვეყანა რუსეთის უკანა ეზო. დღეს, გამოვიდნენ მომავალი ექიმები დათქვეს, რომ ახლა არის დრო, როდესაც ყველა უნდა დადგეს სამშობლოს დაცვის სადარაჯოზე. სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტები გეუბნებიან, რომ ჩვენ ახლა, ვდგავართ იმისთვის, რომ ვუმკურნალოთ ჩვენ ქვეყანას, მოვუაროთ იმ იარას, რომელსაც თქვენ აჩენთ საქართველოს სხეულზე. ასეც იქნება, ჯერ არსად გაუმარჯვიათ მშიშარებსა და მსტოვრებს. გაიმარჯვებს საქართველო, გაიმარჯვებს მისი თითოეული მოქალაქე, რომელსაც ღრმად სწამს, რომ იყო ქართველი, იყო საქართველოს მოქალაქე, ეს არის უდიდესი პატივი და პრივილეგია და უდიდესი ჯვარი, რომელიც ღირსეულად უნდა ატარო, რაც არ უნდა მძიმე და ძნელი იყოს ამ გზის გავლა“, - განაცხადა ნაცვლიშვილმა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები